დღე ისტორიაში – 31 ივლისი
2016 წელს “ჰარი პოტერის და დაწყევლილი ბავშვის” სკრიპტის პირველადი ვერსია გამოქვეყნდა.
2012 წელს მაიკლ ფელპსმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული მედლების რაოდენობით.
1999 წელს NASA-ს მთვარის პროსპექტორის კოსმოსური ხომალდი განზრახ დაეჯახა მთვარის სამხრეთ პოლუსს.
1995 წელს დისნეიმ იყიდა Capital Cities, ABC და ESPN, 19 მილიარდ დოლარად.
1992 წელს საქართველო გაეროს წევრი გახდა.
1966 წელს ქრისტიანებმა დაწვეს ბითლზის ჩანაწერები ჯონ ლენონის ნეგატიური კომენტარების გამო იესოს შესახებ.
1965 წელს ბრიტანელი მწერალი ჯ.კ. როულინგი დაიბადა.
1964 წელს როლინგ სტოუნზმა კონცერტი ჩაატარა ირლანდიაში.
1959 წელს კლიფ რიჩარდისა და The Drifters-ის სინგლმა “Living Doll” მიაღწია პირველ ადგილს გაერთიანებული სამეფოს ჩარტებში და იქ დარჩა ექვსი კვირის განმავლობაში.
1786 წელს გამოიცა რობერტ ბერნსის სატირული წიგნი “ლექსები, ძირითადად შოტლანდიურ დიალექტზე”.
1498 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა სამების კუნძულები.
1201 წელს დიდგვაროვანმა იოანე კომნენოსმა სცადა საიმპერატორო ტახტის მითვისება ალექსი III ანჯელოსისგან.
წყარო/ფოტო: The Fact Site