ზურაბ ბატიაშვილი: ბათუმის პოლიციამ ჩვენ თვალწინ პორტთან მისასვლელი გზაც გადაკეტა
“ამ წუთას ბათუმის პოლიციამ ჩვენ თვალწინ პორტთან მისასვლელი გზაც გადაკეტა.
ასე იცავენ ოკუპანტებს ჩვენ ქვეყანაში,” – წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი.
შეგახსენებთ, “ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სოჭიდან ბათუმში 31 ივლისს ჩავა. „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, საკრუიზო ლაინერზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ომის მომხრე არტისტები იმყოფებიან.