Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

„ტალახი რომ დამეჯახა, ზურგზე დავწექი, თომა გულზე მივიხუტე და ასე გავყევი“ - გადარჩენილი მამა-შვილის ამბავი

„ტალახი რომ დამეჯახა, ზურგზე დავწექი, თომა გულზე მივიხუტე და ასე გავყევი“ - გადარჩენილი მამა-შვილის ამბავი

31 წლის გიო ადამია და მისი 6 წლის შვილი, თომა, სოფელ გლოლაში, კურორტ შოვის მახლობლად, 2 აგვისტოს, შუადღეს ჩავიდნენ. მამა-შვილი რაჭაში ერთი კვირით აპირებდნენ დარჩენას. ნაქირავებ სახლში დაბინავდნენ და მეორე დღეს, შოვში წასვლაც დაგეგმეს.

2 აგვისტოს, საღამოს, გლოლაში გაწვიმდა:

„ძლიერი წვიმა იყო, ქარიც მოჰყვებოდა, ფანჯრებშიც კი შემოწვიმა, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა, მალევე გადაიღო“.

3 აგვისტოს რაჭარი მზიანი დილა გათენდა:

„სასწაული ამინდი გამოვიდა. მზე, სასიამოვნო სითბო“, - იხსენებს გიო და ცდილობს იმ დღის დეტალები და თითოეული ამბის ზუსტი დრო ტელეფონში გადაღებული ფოტოების მიხედვით აღადგინოს:

„ყველაფერი მახსოვს იმიტომ, რომ ფოტოებს ვიღებდი და პარალელურად ცოლს ვუგზავნიდი. 13 საათი და 45 წუთი იყო, მანქანაში რომ ჩავსხედით მე და თომა და შოვისკენ წავედით. იქ მინერალური წყალი მოდის. მინდოდა ბავშვს დაელია და მერე გადაწყვეტილი გვქონდა სასტუმრო „სანსეტში“ ასვლა, იქაურობის დათვალიერება“.

 

შუადღის 2 საათი ხდებოდა, გიო და თომა წყაროსთან რომ მივიდნენ:

"იქვე იდგა ადგილობრივების ორი მანქანა, თაფლს და ღვინოს ყიდდნენ, ფოტოებიც გადავუღე. წყალი დავლიეთ და ისევ მანქანით გავაგრძელეთ გზა ზევით".

 

გიომ მანქანა სასტუმროს მიმდებარედ, ჩრდილში გააჩერა და შვილთან ერთად, ფეხით აუყვა "სანსეტის" გზას:

„სასტუმროს ეზოში ფოტოები გადავიღეთ, ვისეირნეთ, ბავშვი საქანელებზე გაერთო და 3-ს აკლდა 5 წუთი, სახლისკენ წასვლა რომ გადავწყვიტეთ“.

 

გიო და თომა მანქანასთან დაბრუნდნენ, ჩასხდნენ და ის იყო, მანქანა უნდა დაეძრა, რომ უცნაური ხმა, გრგვინვა შემოესმა:

„ზუსტად 3 საათი იყო ან 4-ის 1 წუთი. თითქოს ავიაგამანადგურებელმა გადამიფრინა თავზე. ცისკენ დავიწყე ყურება, მქონდა მოლოდინი, რომ ძალიან მალე და ძალიან ახლოს, ჩვენს თავზე თვითმფრინავს ან რაიმე მსგავსს უნდა გადაეფრინა. გადმოვედი მანქანიდან. საიდანღაც წამოსული, უცნაური სიცივე ვიგრძენი, არადა, სანამ მანქანაში ჩავსხდებოდით, გვარიანად ცხელოდა. თითქოს არც ქარი იყო, მაგრამ სიცივე მოჰქონდა ჰაერს. „სანსეტისკენ“ გავიხედე და იმ წამს, ჩემს თვალწინ გადაიქცა რამდენიმე ნაძვი. ვიფიქრე, რომ მეწყერი მოდიოდა, არ ვიცოდი, რომ ეს ზევიდან წამოსული ღვარცოფი იყო. ვხედავდი, რომ ჩვენგან დაახლოებით 60-70 მეტრში ხეები ტყდებოდა საშინელი ხმაურით. მაშინვე ჩავხტი მანქანაში. თომას, რომელიც უკან, თავის სავარძელში იჯდა, ვუთხარი, მამა, მეწყერი მოდის, უნდა გავიქცეთ-მეთქი და ძალიან სწრაფად დავეშვით ქვევით“.

დაახლოებით 200 მეტრი იარეს, გამოვიდნენ გზაზე, გაუხვიეს მარჯვნივ, გლოლასკენ, მაგრამ მანქანას წინ ორი ტურისტი გადაუდგა:

„უცხოელები იყვნენ, ჩვენსკენ მორბოდნენ, ხელებს გვიქნევდნენ. დავინახე, რომ მათ უკან, გზაზე უკვე მოდიოდა ღვარცოფი, მანქანაში ჩავისვი ტურისტები, მოვატრიალე მანქანა და ახლა საპირისპირო მხარეს ვცადეთ გაქცევა“.

სწორედ იქ შეხვდა გიოს კიდევ ორი მანქანა:

„ვანიშნე, იქით ვეღარ წახვალთ-მეთქი და ამ დროს, საითაც გაქცევას ვცდილობდით, დავინახეთ, რომ მეწყერი ჩამოწვა. ორივე მხრიდან მეწყერსა და ღვარცოფში აღმოვჩნდით“.

მგზავრები, ჯამში, 10-12 ადამიანი, მანქანებიდან გადმოვიდნენ და ფეხით გადაწყვიტეს გაქცევა. მანქანები კი რამდენიმე წუთში, მოწოლილმა ტალახმა წყალში გადაყარა:

„ხიდზე გადასვლა მოვასწარით, უკან რომ მოვიხედეთ, არცერთი მანქანა აღარ იდგა იქ და „სანსეტისკენ“ გავიქეცით, იქ აღმართია და ვცდილობდით, როგორმე შემაღლებულზე ავსულიყავით“.

როგორც კი ზევით, ციცაბო მინდორზე ასვლა დაიწყეს, მათი მიმართულებით, სასტუმრო „სანსეტის“ მხრიდან ტალახის დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლის ტალახის მასა წამოვიდა. გიო იხსენებს, რომ გასაქცევი აღარსად ჰქონდათ. ტალახი 200-300 მეტრის რადიუსზე იყო გაშლილი და მათ უახლოვდებოდა:

„ატყდა საშინელი პანიკა, კივილი. იმ მომენტში მეც ვიფიქრე, რომ ეს იყო გარდაუვალი სიკვდილი. ბავშვი წინიდან ჩავიხუტე და პირით ტალახისკენ დავდექი“.

გიორგიმ დღესაც არ იცის, ასე რატომ მოიქცა: „შეიძლება იმიტომ, რომ რამდენიმე წლის წინ, ჯომარდობისას, ერთ-ერთმა ინსტრუქტორმა მითხრა, წყალში თუ გადავარდები და ძლიერი ტალღა დაგარტყამს, საპირისპიროდ გაცურვა არ სცადო, ზურგზე დაწექი და ტალღას გაჰყევიო, ვიფიქრე, რომ იქნებ ტალახის ტალღაზეც ასე ყოფილიყო“, - ამბობს გიო:

„ზოგმა ზურგი აქცია, მე პირიქით, სახით დავხვდი. ტალახის ტალღა რომ დამეჯახა მუცელში, უკან გადავიწიე, ზურგზე დავწექი, თომა გულზე მივიხუტე და ასე გავყევი ტალღას ქვევით. დაახლოებით 20 მეტრში ტალღა გადაიშალა და ფეხზე წამოდგომა შევძელით. ჩვენთან ერთად მყოფი ახალგაზრდა ბიჭი, დავითი, თავის დის შვილთან, მაშოსთან ერთად, გაცილებით შორს წაიღო ტალახის ტალღამ. აქეთ მხარეს ვინც ვიდექით, ისინი უფრო ნაკლებ მანძილზე გაგვიყოლა“.

ფეხზე წამოდგომა რომ შეძლეს, ისევ აღმართს აუყვნენ, სასტუმროსკენ:

„ტალახი ახლა მუხლამდე გვწვდებოდა. წარმოუდგენლად რთული იყო გადაადგილება. ახლაც ვგრძნობ ბასრ, სიპ ქვებს წვივებზე. ფეხის ყოველი ჩადგმისას ახალი და ახალი ჭრილობა ჩნდებოდა. ჩვენს გარშემო ყველაფერი ტალახში იყო. საშინელი სიცივე დაიჭირა. ბავშვი კანკალმა. ხე იდგა რაღაც, იმ ხესთან მივღოღდი, თომა შემოვსვი ზედ და დავიწყეთ რეკვა 112-ში, ახლობლებთან“.

 

გიო იხსენებს, რომ პირველი ვერტმფრენი, რომელმაც მათ თავზე გადაუფრინა და სასტუმროს ეზოში დაჯდა, დაახლოებით 2-3 საათში გამოჩნდა. ის და მასთან ერთად მყოფი კიდევ 12 ადამიანი, ადგილობრივმა ახალგაზრდებმა გაიყვანეს სამშვიდობოს:

„ჩვენს დასახმარებლად მოვიდნენ, ექვსნი იყვნენ. შორიდან მომავლები რომ დავინახეთ, თავდაპირველად, ისინიც ჩვენსავით მეწყერში მოყოლილები გვეგონნენ, მაგრამ დაგვიძახეს, ადგილობრივები ვართ და გასვლაში დაგეხმარებითო. ფიცრებით, ტოტებით, რაც კი მყარი იყო, იმას ალაგებდნენ ტალახზე და ჩვენსკენ მოიწევდნენ. ასე გაგვიყვანეს ჩვენც „სანსეტის“ ტერიტორიაზე, საიდანაც შემდეგ ვერტმფრენმა გლოლაში გადაგვაფრინა“.

გიო და თომა ოჯახის წევრებმა გვიან ღამით გამოიყვანეს სტიქიის ეპიცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან. მან უკვე იცოდა, რომ ღვარცოფისა და ტალახის ქვეშ არაერთი ადამიანი იქნებოდა მოყოლილი, რადგან შუადღისას, როდესაც ის და მისი 6 წლის ბიჭი, მზიან ამინდში მშვიდად მიიკვლევდნენ გზას წყაროსკენ და სასტუმროსკენ, გზად რამდენიმე სახლს ჩაუარეს, რომელიც ღვარცოფის მოვარდნის შემდეგ აღარსად ჩანდა. იცოდა, რომ ტალახის ქვეშ იყო მოქცეული კოტეჯების ტერიტორიაც:

„იმ ბინის პატრონმა, სადაც ერთი კვირა უნდა გაგვეტარებინა, მითხრა, რომ დამეწყრილი იყო რესტორნის ტერიტორიაც, სადაც, სავარაუდოდ, ხალხიც უნდა ყოფილიყო“.

გიო ამბობს, რომ თუნდაც 2 წუთით ადრე მაინც რომ სცოდნოდა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, ის და მისი შვილი მეწყერსა და ღვარცოფში არ მოყვებოდნენ:

„იქ, სადაც პირველად გავიგე ხმაური, 2 წუთით ადრე მაინც რომ შეეტყობინებინა ვინმეს, რომ მსგავსი კატასტროფა იყო მოსალოდნელი, მე მეყოფოდა ის 2 წუთი, რომ მანქანით გამომესწრო ტალახისთვის. კოტეჯებში მყოფ ხალხს, 8-10 წუთით ადრე მაინც რომ ჰქონოდათ ინფორმაცია ამ კატასტროფის შესახებ, ისინიც მოასწრებდნენ ტერიტორიის დატოვებას“.

7 აგვისტოს მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში, ნაპოვნია ღვარცოფის შედეგად დაღუპული 18 ადამიანის ცხედარი. მათგანი 14 უკვე ამოიცნეს. სტიქიის ზონიდან 3 და 4 აგვისტოს გამოიყვანეს 200-ზე მეტი ადამიანი.

 

შსს-ს ცნობით, მაშველები აგრძელებენ დაკარგულად მიჩნეული კიდევ 17 პირის ძებნას, თუმცა, ამ ეტაპზე, არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, იმყოფებოდა თუ არა სტიქიის ეპიცენტრში უფრო მეტი ადამიანი.

ამავე უწყების ცნობით, შოვში მომხდარ ტრაგედიაზე გამოძიება დაწყებულია ორი, 116-ე და 240-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

6 აგვისტოს, გვიან, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შოვში მომხდარი სტიქიის გამომწვევი მიზეზების შეფასების პირველადი დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრამ გამოიწვია.

დასკვნის მიხედვით, რაჭაში ადგილი ჰქონდა მყინვარის ინტენსიურ დნობას, ნალექებს წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლას, მეწყრულ-ეროზიულ პროცესებს და ღვარცოფის გავლას.

დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ხეობაში დამონტაჟებული იქნებოდა უსაფრთხოების გამართული, სასიგნალო განგაშის სისტემა, ეს სტიქიის ზონაში მყოფ ადამიანებს მნიშვნელოვან დროს მისცემდა გადასარჩენად.

უსაფრთხოების სისტემებს შორისაა ადრეული შეტყობინების სისტემა, სასიგნალო (განგაშის) სისტემა და ბოლოს, ხალხის ინფორმირება.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Мастер и Принцесса: в «Архангельском» вручили «Хрустальную Турандот»



Мода

Chloé, коллекция Resort 2025




Українські новини

Досвідчені садівники обирають великі технічні горщики для своїх рослин і квітів



Новости 24 часа

«Школа вожатых» прошла в школе №7 в Реутове



Game News

В новом трейлере Indiana Jones and the Great Circle Индиана спускается на корабле с горы



Москва

«Импровизаторы» возвращаются на сцену: уникальное комедийное шоу без границ!



News Every Day

Kai Havertz’s fiancee Sophia stuns in see-through outfit on hen weekend as fans say Arsenal star is ‘so lucky’



Интернет

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70



Москва

Туляки стали чемпионами России по гребле на байдарках и каноэ



Анастасия Волочкова

Голые фото и сказочное Бали: Алена Водонаева бросила вызов шпагатам Волочковой



Москва

Александр Котов перечислил инструменты выравнивания бюджетной обеспеченности региона



Ролан Гаррос

Испанец Алькарас выиграл Открытый чемпионат Франции по теннису



Москва

Свыше половины российских работодателей поощряют трудоголизм



Азербайджан

Об отношении к русским в Азербайджане



Симферополь

«Я жизнь люблю! – привыкла долго жить! »



Москва

Стал известен список мест для празднования Курбан-байрама в Подмосковье



Москва

Собянин открыл приемное отделение Морозовской детской городской больницы



Москва

Стал известен список мест для празднования Курбан-байрама в Подмосковье



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Родители 308,9 тысячи детей в Московской области получают единое пособие

Ежегодная церемония вручения Всероссийской премии Евгения Зубова прошла в библиотеке Видного

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Соцфонд выдал проактивно 3,2 млн сертификатов на материнский капитал

«Импровизаторы» возвращаются на сцену: уникальное комедийное шоу без границ!


Москва

Финансовый эксперт Светлана Петрова: как совместить бизнес и семью






Rss.plus

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Родители 308,9 тысячи детей в Московской области получают единое пособие

Семинар библиотекарей Ленинского округа прошел в Центральной библиотеке

«Школа вожатых» прошла в школе №7 в Реутове

"СВЯТОЙ ЛЕНИН: сенсация о прогнозах направит Америку и Европу творить добро?!

Moscow.media
Москва

Собянин: С начала года в Москве ввели в эксплуатацию восемь спортивных объектов



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Александр Градский

Суд в Москве отказал детям певца Градского в аресте имущества его вдовы Марины




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Открытый чемпионат по мажореткам «Парад Московии» прошел в Истре

Прославленный вратарь Икер Касильяс присоединился к кампании Hisense «Ставшие легендой» в поддержку УЕФА ЕВРО 2024™

"Евро-Футбол.Ру": "Спартак" летом купит форварда только в случае ухода Соболева


Мария Шарапова

Мирра Андреева может стать новой Марией Шараповой



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Симферополь

На этой неделе загрязнение воздуха отмечали в четырех городах Крыма



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России