პრინცი ჰარის საქველმოქმედო მატჩი სინგაპურში
შაბათს სასექსის ჰერცოგმა სინგაპურის პოლო კლუბში Sentebale ISPS Handa Polo Cup-ში იასპარეზა. ეს მატჩი საქველმოქმედო ფონდ Sentebale-ს თაოსნობით გაიმართა, რომელიც ჰარიმ 2006 წელს დაარსა, ლესოტოს პრინც სეისოსთან ერთად. ფონდი ბავშვებსა და ახალგაზრდებს ეხმარება, სამხრეთ აფრიკაში, სიღარიბის, უთანასწორობის და აივ ინფექციის-შიდსის აღმოსაფხვრელად.
პირველი მატჩი ბარბადოსში 2010 წელს გაიმართა და დღემდე საცხენოსნო ღონისძიებამ ორგანიზაციას $14 მილიონი მოუტანა.
პრინც ჰარის მოედანზე მეგობარი და ფონდის ელჩი იგნასიო “ნაჩო” ფიგერასი შეუერთდა. ფიგუერასმა ჰარი 2007 წელს სენტებეილის საქველმოქმედო მატჩზე გაიცნო.
„პირველი დღიდან დავინახე, რომ არაფერს იშურებდა ქველმოქმედებისთვის“, – უთხრა იგნასიომ PEOPLE-ს გასულ ზაფხულს.
მიუხედავად იმისა, რომ ფიგუერასი და პრინცი ჰარი ერთმანეთს შაბათის საქველმოქმედო მატჩისთვის ეჯიბრებოდნენ, ისინი გასულ ზაფხულს სანტა ბარბარას პოლო კლუბში ერთი სეზონის განმავლობაში ერთ გუნდში თამაშობდნენ. იგნასიოს თქმით, ამან კიდევ უფრო დააახლოვა ისინი.
„ლოს პადრესის გუნდთან ერთად ნამდვილ შეჯიბრში ორი თვის განმავლობაში მასთან თამაში ჩემთვის ახდენილი ოცნება იყო და შესაძლოა მისთვისაც – უნდა ვკითხოთ“, უთხრა მან PEOPLE-ს 2022 წლის ივლისში.
“ის ძალიან კონკურენტუნარიანი და ნიჭიერი მოთამაშეა”, – დასძინა იგნასიომ.
პროფესიონალი სპორტსმენი თან ახლდა სასექსის ჰერცოგს აზიაში მოგზაურობის განმავლობაში, რომელიც ტოკიოში სპორტული სამიტით დაიწყო.
წყარო: People