ეს სახალისო კითხვები ყინულის გალღვობაში დაგეხმარებათ
სამუშაო სივრცე ის ადგილია, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ვატარებთ. ამიტომ მნიშვნელოვანია ეს გარემო ჩვენთვის თავისუფალი, მეგობრული და სასიამოვნო იყოს. ამისთვის კი აუცილებელია თანამშრომლებთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს. თუ გიჭირთ მათთან კომუნიკაცია და ჯერ ვერ შეეჩვიეთ გარემოს, მაშინ ეს კითხვები ყინულის გალღვობაში დაგეხმარებათ.
- ძაღლის ყოლა გირჩევნია თუ კატის?
- გიყვარს კარაოკე სიმღერა?
- რომელია შენი საყვარელი ტკბილეული?
- რა არის ყველაზე გასაოცარი ფაქტი, რაც იცი?
- რომელია შენი საყვარელი ფილმი და რატომ?
- რომელია შენი საყვარელი დღესასწაული?
- დილის ადამიანი ხარ თუ ღამის?
- Რომელია შენი საყვარელი სეზონი?
- როგორ გაიცანი საუკეთესო მეგობარი?
- რა არის ყველაზე სასაცილო რამ, რაც ოდესმე გინახავს ან სიტუაცია, რომელშიც აღმოჩენილხარ?
- რა წიგნი წაიკითხე ბოლოს?
- რომელია შენი საყვარელი ფილმის ჟანრი?
- რა მოგწონს ყველაზე მეტად შენს პროფესიაში?
- რომელია შენი საყვარელი ნაყინის არომატი?
- რომელია შენი საყვარელი სიმღერა ამ მომენტში?
- უყურებ რაიმე ღამის თოქ-შოუს?
- უკრავ რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე?
- რომელ გამოგონილ სამყაროში ისურვებდი ცხოვრებას?
- შენს აურას ფერი რომ ჰქონდეს, რა ფერი იქნებოდა?
- რა არის შენი დილის რუტინის ყველაზე გამაღიზიანებელი ნაწილი?
- შენს ავტობიოგრაფიულ წიგნს რას დაარქმევდი?
წყარო/ფოტო: Best Life