რუსული რუბლის ღირებულების დაცემის ფონზე, ცენტრალური ბანკი მოქმედებას გეგმავს
14 აგვისტოს რუსული რუბლის ღირებულება დაეცა ყველაზე დაბალ ნიშნულზე უკრაინაში ომის დაწყების ადრეული პერიოდიდან, იმ ფონზე, როცა მოსკოვი ზრდის სამხედრო ხარჯებს და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები ენერგიის ექსპორტზე მოქმედებს.
შექმნილი ვითარების გამო, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა სასწრაფო შეხვედრა დანიშნა 15 აგვისტოს, მთავარი საპროცენტო განაკვეთის განსახილველად. სავარაუდოდ, სესხის ღირებულება გაიზრდება რუბლის გასამყარებლად.
რუსეთის ფულის ერთეული გასცდა 101 რუბლს დოლართან მიმართებით, რითიც გაგრძელდა მისი ღირებულების მესამედზე მეტით დაცემა წლის დასაწყისის შემდეგ, და რუბლმა თითქმის 17 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.
ცენტრალური ბანკის განცხადების შემდეგ, რუბლის ღირებულება ოდნავ გაუმჯობესდა.