Black Sea Arena The Killers-ის კონცერტზე: ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას
საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena ბენდის The Killers-ის სოლისტის მიერ სცენაზე დრამერად რუსეთის მოქალაქის აყვანის გამო გამოწვეულ პროტესტს ეხმაურება. ფეიბუკის გვერდზე გამოქვყნებულ განცხადებაში Black Sea Arena მომხდარის გამო ბოდიშს იხდის.
„გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით“, - ნათქვამია Black Sea Arena-ს განცხადებაში.
15 აგვისტოს. საქართველოს მთავრობის ინიციატივით Black Sea Arena-ზე გამართულ კონცერტზე მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით ამერიკულმა მუსიკალურმა ბენდმა The Killers -მა განცხადება გაავრცელა და ქართველ აუდიტორიას ბოდიში მოუხადა.
15 აგვისტოს, შეკვეთილში გამართულ კონცერტზე ბენდის სოლისტმა სცენაზე რუსი დრამერი აყვანა, რასაც მსმენელთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა.
საქართველოს მთავრობა უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტების ჩასატარებლად 70 მილიონს ხარჯავს. The Killers-ის გარდა საქართველოს მთავრობის ორგანიზებით დაგეგმილია Imagine Dragon-ის კონცერტიც.