გია ხუხაშვილი: დღეს რაც კობახიძემ გააკეთა, ეს ზუსტად წარმოადგენს მის ფსიქოლოგიურ პორტრეტს, საიდანაც მთავარი დასკვნა ბიძინამ უნდა გააკეთოს
“დღეს რაც კობახიძემ გააკეთა, ეს ზედმიწევნით ზუსტად წარმოადგენს მის სინამდვილეში ძალიან მარტივ ფსიქოლოგიურ პორტრეტს, საიდანაც მთავარი დასკვნა ბიძინამ უნდა გააკეთოს – ეს მამლის ყივილსაც არ დაელოდება, ისე უარყოფს და შეახოცავს ხელს ყველაფერზე…
ამას გააკეთებს წარბშეუხრელად და ისეთი დამაჯერებლობით, რომ ვერც შეეკამათები…” – ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს რაჭაში განაცხადა, რომ ის ნანობს, რომ დავით ჯელაძეს “გული ატკინა”.
2 დღის წინ კი კობახიძემ ეჭვი შეიტანა ჯელაძის მონათხრობში და თქვა, რომ “პრაქტიკულად წარმოუდგენელია” იმ გზის გავლა მეწყერის დროს, რაც შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მოყოლილმა დავით ჯელაძემ დისშვილთან, პატარა მაშოსთან ერთად გაიარა.