ბალდის კანიონზე მშენებლობა 2 კვირით შეჩერდება - ახალგაზრდები დახურული შეხვედრის შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონზე მიმდინარე “ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის” მშენებლობა 2 კვირით შეჩერდება. ამ გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტებმა დღეს, 16 აგვისტოს, მარტვილის მერიაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიგეს, მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგის, მათე მაყაშვილისგან.