შვედეთი უკრაინას 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
უკრაინა შვედეთისგან სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს მიიღებს, რომლის საერთო რაოდენობა 3,25 მილიარდ შვედურ კრონას (თითქმის 300 მილიონ აშშ დოლარს) შეადგენს. შესაბამისი გადაწყვეტილება შვედეთის პარლამენტმა ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
კერძოდ, საუბარია საბრძოლო მასალებსა და სათადარიგო ნაწილებზე. ასევე სატვირთო მანქანებსა და გამანადგურებელ აღჭურვილობაზე.
გარდა ამისა, შვედეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა აშშ-სთვის AMRAAM საჰაერო რაკეტების მიყიდვის გადაწყვეტილებას, რომლებიც შემდგომში უკრაინას გადაეცემა.