ზოდიაქოს ყველაზე თავმდაბალი ნიშნები
კურო თავმდაბლობის განსახიერებაა. მიუხედავად იმისა, რომ მას მდიდრული ცხოვრება, კომფორტი, ფუფუნება მოსწონს, ამას არასოდეს იყენებს სხვა ადამიანების ყურადღების მისაქცევად ან საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად. იგი თვითმყოფადი ზოდიაქოს ნიშანია, შრომობს საკუთარი ბედნიერების და საყვარელი ხალხისთვის სიხარულის მისანიჭებლად.
ქალწულებს უჭირთ იმის აღიარება, რომ ცდებიან, მაგრამ მთელ თავიანთ დროსა და ენერგიას დახარჯავენ იმისთვის, რომ შეცდომები გამოასწორონ და უკეთესობისკენ შეიცვალონ. ეს ზოდიაქოს ნიშანი საკუთარ ეგოს გამარჯვების საშუალებას არ აძლევს. ქალწული ელეგენატური, კარგი მანერების მქონე, თავმდაბალი ნიშანია და უპირველესად, ამას მისი თავდაჯერებულობა განაპირობებს.
თხის რქა ზოდიაქოს ყველაზე პრაქტიკული და პრაგმატული ნიშანია. სიბრძნე და გონიერება მისი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრია. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებისა და განვითარებისკენ მიილტვის, პატივმოყვარეობას არ ეძლევა და საკუთარ თავში კარგადაა გარკვეული. ქალწულის მსგავსად, მისი თავმდაბლობა თავდაჯერებულობის ნიშანია.
წყარო: Best Life