დედოფალი ლეტიცია სიდნეიში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს დაესწრება
ესპანეთის დედოფალი ლეტიცია ამ შაბათ-კვირას პრინც უილიამს ჩემპიონატის ტრიბუნაზე ვერ იხილავს.
ესპანეთის ქალთა ფეხბურთის გუნდმა დაადასტურა, რომ ესპანეთის დედოფალი დაესწრება FIFA-ს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს 2023 წელს, სიდნეიში, რათა მხარი დაუჭიროს ესპანეთის გუნდს ინგლისის წინააღმდეგ ბრძოლაში.
დედოფალი ლეტიცია გაემგზავრება თავის 16 წლის ქალიშვილ პრინცესა სოფიასთან ერთად. მისი უფროსი ქალიშვილი, პრინცესა ლეონორი, სამხედრო სასწავლებელში იმყოფება.
BBC-ის ცნობით, კენსინგტონის სასახლემ განაცხადა, რომ პრინცი უილიამი, გარკვეული მიზეზების გამო, ფინალს სამშობლოდან უყურებს.
“გასაგებია, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება, თავი აარიდოს შორ მანძილზე ფრენებს ხანმოკლე ვიზიტისთვის”, – იტყობინება BBC. “პრინცმა თავის ერთ-ერთ პრიორიტეტად აქცია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება და სურს, გარემოს აარიდოს ფრენის შედეგად მიყენებული ზიანი”.
წყარო: People