დღე ისტორიაში – 18 აგვისტო
2019 წელს ისლანდიაში ოკიოკულის მყინვარის დნობის გამო სახალხო პანაშვიდი გაიმართა.
2019 წელს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიის შესყიდვასა და მისი ამერიკისთვის გადაცემაზე ფიქრობდა.
2018 წელს მსოფლიოში უძველესი ყველი, რომელიც 3200 წლით თარიღდება, აღმოაჩინეს ძველ ეგვიპტურ სამარხში, კაიროს მახლობლად.
2017 წელს USS Indianapolis ხომალდი, რომელიც ჩაიძირა მეორე მსოფლიო ომის დროს, აღმოაჩინეს წყნარ ოკეანეში, 3,4 მილის სიღრმეზე.
2005 წელს ინდონეზიაში, ჯავასა და ბალის კუნძულებზე მეგა გათიშვა მოხდა, რის შედეგადაც დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი დაზარალდა.
1963 წელს ჯეიმს მერედიტი გახდა პირველი აფროამერიკელი, რომელმაც დაამთავრა მისისიპის უნივერსიტეტი.
1914 წელს ამერიკის პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა პირველ მსოფლიო ომში ნეიტრალიტეტი გამოაცხადა.
1868 წელს ფრანგმა ასტრონომმა პიერ იანსენმა პირველად დააფიქსირა ჰელიუმის, მაშინდელი უცნობი ელემენტის მტკიცებულება.
წყარო/ფოტო: The Fact Site