ოლაფ შოლცი: მოსაზრებას იმის შესახებ, რომ უკრაინელებმა თავისი მიწა უბრალოდ უნდა დათმონ, არაფერი აქვს საერთო პაციფიზმთან
უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მოწინააღმდეგეებმა მიუნხენში გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ღონისძიებაზე კანცლერის ოლაფ შოლცის გამოსვლის ჩაშლა სცადეს და სტვენა დაიწყეს. ამის შესახებ vz.ru იუწყება.
„ვინც უკრაინელებს ეუბნება, რომ მათ უბრალოდ უფლება უნდა მისცენ მოწინააღმდეგეს, რომ მათი მიწა დაიპყროს, არაფერი აქვს საერთო პაციფიზმთან. ვინც აქ მშვიდობის მტრედის როლს თამაშობს, სინამდვილეში ჯოჯოხეთის დაცემულ ანგელოზებს წარმოადგენენ, რომლებიც ომის გამჩაღებელს, ვლადიმერ პუტინს იცავენ“, – უპასუხა შოლცმა მის ოპონენტებს. ინფორმაციას Nexta live ავრცელებს.
თავის გამოსვლაში წინასაარჩევნო ღონისძიებაზე შოლცმა უკრაინასთან დაკავშირებით მისი კაბინეტის მიერ გატარებულ პოლიტიკას მხარი დაუჭირა. ასევე მან აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთსა და ნატოს შორის დაძაბულობის ესკალაცია არ მოხდეს.