ბათუმში კონცერტის დროს სვიატოსლავ ვაკარჩუკმა გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას სიმღერა მიუძღვნა
ცნობილი უკრაინული მუსიკალური ჯგუფი Океан Ельзи ბათუმში კონცერტს მართავს.
აუდიტორიისთვის სიტყვით მიმართვისას ბენდის ვოკალისტმა, სვიატოსლავ ვაკარჩუკმა რუსულ აგრესიაზე ილაპარაკა. მან აღნიშნა, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა ვინც ეს აგრესია გამოცადა და გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას სიმღერა მიუძღვნა.
18 აგვისტოს საქართველოს ეროვნული გმირი 39 წლის გახდებოდა.