Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

„ფასანაურის ყოფნა არყოფნის საკითხია“ - ადგილობრივების პროტესტი ფასანაურის შემოვლითი გზის ვარიანტს

„ფასანაურის ყოფნა არყოფნის საკითხია“ - ადგილობრივების პროტესტი ფასანაურის შემოვლითი გზის ვარიანტს

პროტესტი მოჰყვა 17 აგვსიტოს, დუშეთის რაიონში, დაბა ფასანაურში, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის - ხანდო-ფასანაურის შემოვლითი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია/მშენებლობის პროექტის სკოპინგის ანგარიშის განხილვას, რომელიც ხანდო-ფასანაურის მთათა სისტემაში გვირაბისა და 3 (ქედთა დამაკავშირებელი) ხიდის მშენებლობას უკავშირდება. ადგილობრივების ინფორმაციით, ორი გვირაბი და მათი დამაკავშირებელი ხიდი, დაახლოებით კილომეტრნახევარი იქნება.

ფასანაურის ცენტრში, ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ფასანაურის მკვიდრი, ინჟინერ-მექანიკოსი გელა კობაიძეც.

რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ შეთავაზებული პროექტის განხორციელების შემთხვევაში, დაბა ფასანაური საფრთხის წინაშე დგება.

მისი თქმით, მთაზე, სადაც პროექტის თანახმად გვირაბის მშენებლობა იგეგმება, უკვე დაწყებულია ეროზიული პროცესები და მთათა სისტემის ხელის ხლება, შესაძლოა ფასანაურის მოსახლეობას ძვირად დაუჯდეს:

„ამ მთაში დიდი ნაპრალებია. ამოვიდნენ, გვკითხონ, ჩვენ შეგვიძლია პირადად მივიყვანოთ იმ ნაპრალებთან. ძალიან დიდი და სახიფათო ნაპრალებია. გეოლოგები იყვნენ ამოსულები, აიარეს 20-50 მეტრი და დაბრუნდნენ უკან. ბოლომდეც კი არ უნახავთ. ამბობენ, რომ შეისწავლეს მთა. ეს როგორი შესწავლაა? ამოვიდნენ და ვანახებთ, რატომ არ შეიძლება ამ მთის ხელის ხლება. ეს გვირაბი იქნება ვიბრაციის მუდმივი წყარო და ადრე თუ გვიან, ზეზეურად გაკეთებული გვირაბი, აუცილებლად შეუქმნის პრობლემას მთის მდგრადობას და გამოიწვევს მის რღვევას. ფასანაურიდან 7 კილომეტრში, რამდენიმე წლის წინ დიდი ტრაგედია დატრიალდა, მთელი სოფელი დამარხა წამოსულმა მთამ. გავიდა გაღმა და არაგვი დააგუბა. ასეთი რამ რომ განმეორდეს და ეს მთა წამოვიდეს, მთლიანად წაშლის ფასანაურის კვალს. ამ პროექტის განხორციელებით ფასანაურის ყოფნა არ ყოფნა დგება საფრთხის წინაშე. ამას დიდი წინასწარმეტყველება არ სჭირდება. ეს მთა ისედაც იშლება, ბუნებრივად და ხელოვნურად რატომ უნდა გამოვიწვიოთ კატასტროფა?“.

 

გელა კობაიძე ამბობს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წარდგენილი პროექტი, რომელიც ფასანაურის თავზე, მთაში, შემოვლითი გზის, გვირაბის გაჭრას გულისხმობს, ყველაზე სახიფათო და ძვირადღირებული ალტერნატივაა სხვა ვარიანტებს შორის.

მისი თქმით, 17 აგვისტოს, დაბა ფასანაურში გამართულ შეხვედრაზე, გზების დეპარტამენტისა და გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა, ფაქტობრივად მხოლოდ ეს ერთი ალტერნატივა შესთავაზეს ადგილობრივებს და არ განხილული შემოვლითი გზის მეორე, მდინარე არაგვის გასწვრივ, ხიმინჯებზე აშენებული შემოვლითი გზის ვარიანტი:

„ამ მეორე ვარიანტზე ყველა თანხმდება. რიყეზე, არაგვის გასწვრივ გაშენდეს ბოძებზე დაყრდნობილი გზა, აკუსტიკური ფარებით, რომლებიც მოსახლეობას დაიცავს ხმაურისგან. ეს არის ყველაზე უსაფრთხო და იაფი გზა. ამ ვარიანტზე იმთავითვე თქვეს უარი იმის გამო, რომ ის არაგვის დაბინძურებას გამოიწვევსო. რომ გავჯიუტდით და აღარ მოვეშვით, აეხსნათ, როგორ გამოიწვევდა ეს გზა არაგვის დაბინძურებას, გვითხრეს, აი, მაგალითად, ტრაილერი რომ გადატრიალდეს და არაგვში ჩავარდეს, ხომ დააბინძურებს მდინარესო. ეს ხომ არ არის სერიოზული არგუმენტი, არა?“.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ადგილობრივები ამბობენ, რომ მოსახლეობამ მხოლოდ ბოლო მომენტში შეიტყო, რომ ფასანაურის შემოვლითი გზის სკოპინგის ანგარიშის განხილვა 17 აგვისტოს იგეგმებოდა:

„ამ შეხვედრის შესახებ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა 17 აგვისტოს, დილით შეიტყო. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს თურმე 28 ივლისს აუტვირთავს საკუთარ ვებ-გვერდზე ინფორმაცია, რომ 17 აგვისტოს ფასანაურში პროექტის განხილვას გეგმავდნენ. რაც მთავარია, ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის ვადად, მოსახლეობას მხოლოდ ერთი დღე მოგვცეს 18 აგვისტომდე. სასაცილოა, სად უნდა ენახა ფასანაურის მოსახლეობას 28 ივლისს, რაღაც საიტზე ატვირთული ინფორმაცია?“, - ამბობს დაბა ფასანაურში მცხოვრები ანი ქავთარაძე.

სწორედ მისი მიწვევით დაესწრო სკოპინგის ანგარიშის განხილვას გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე ალტერნატივა“-ს აღმასრულებელი დირექტორი ნინო გუჯარაიძე.

ნინო გუჯარაიძე ამბობს, რომ პროცესი, რომელიც ხანდო-ფასანაურის მთათა სისტემაში გვირაბისა და 3 (ქედთა დამაკავშირებელი) ხიდის მშენებლობის გეგმას უკავშირდება, ღიად და გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს როგორც სპეციალისტებთან, ისე ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციებისა და შეხვედრების საფუძველზე.

მისი თქმით, გასათვალისწინებელი და დეტალურადაა შესასწავლია ის რისკები, რომელმაც პროექტის საბოლოო დამტკიცებისა და მშენებლობის დაწყების შემთხვევაში, შესაძლოა, სერიოზული გეოლოგიური ხასიათის პრობლემები შეუქმნას დაბა ფასანაურს:

„ახლა მიმდინარეობს სკოპინგის ეტაპი, რომელიც გულისხმობს სრული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის მომზადებისათვის საჭირო კვლევების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და იმ მეთოდოლოგიის განსაზღვრას, რომელიც საჭიროა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კვლევის ჩასატარებლად. 17 აგვისტოს მოსახლეობას წარმოუდგინეს შემოვლითი გზის ფაქტობრივად, ერთი ალტერნატივა, რომელსაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა“.

ნინო გუჯარაიძე ამბობს, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რომელიც პროექტის განმახორციელებელია, ირწმუნება, რომ სკოპინგის ეტაპზე, გეოლოგებმა აღნიშნული ალტერნატივა, ანუ მთათა სისტემაში გვირაბის მშენებლობის შესაძლებლობა დეტალურად შეისწავლეს და აცხადებენ, რომ ეს არის ერთადერთი და სწორი ვარიანტი, სადაც ფასანაურის შემოვლითი გზა უნდა აშენდეს:

„პროექტის მიზანია, რომ დატვირთული საავტომობილი გზა მაქსიმალურად დააშორონ დასახლებულ პუნქტს და ამით ფასანაურის, როგორც კურორტის ფუნქცია უფრო გაძლიერდეს“.

ფასანაურის შემოვლითი გზის შეთავაზებული ალტერნატივა კი გულისხმობს მთათა სისტემაში გვირაბის გაყვანას და მის ე.წ. გაბურღვას:

„ამ ვარიანტს მოსახლეობა მკაცრ წინააღმდეგობას უწევს. ამბობენ, რომ მთაზე ისედაც მიმდინარეობს საშიში გეოლოგიური პროცესები. ამაში ნამდვილად არის ლოგიკა. გეოლოგიური კვლევების პარალელურად, ყოველთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივების ცოდნა და გამოცდილება, რადგან ეს ადამიანები ცხოვრობენ ამ ტერიტორიაზე და მათზე უკეთ არც ერთმა გეოლოგმა არ იცის, იქ რა ხდება. ამიტომ, როცა ასეთი მწვავე წინააღმდეგობა დავინახე, ეს იყო ძალიან ნიშანდობლივი, რომ იქ რაღაცები შესაცვლელია. არ შეიძლება, რომ ასეთი პროექტების დაგეგმვის დროს დავეყრდნოთ მხოლოდ გეოლოგიურ კვლევებს. რა თქმა უნდა, გეოლოგიური კვლევა არის საწყისი და მნიშვნელოვანი, თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ იმ კომპანიების გამოცდილებაც, რომელიც ამ პროექტზე მუშაობს“.

ნინო გუჯარაიძის თქმით, კომპანია „გამა კონსალტინგთან“ და კომპანია „ჯეო ინჯინიარიგნთან“, რომლებიც შემოვლითი გზის პროექტის სკოპინგის ანგარიშს, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტსა და გეოლოგიურ დასკვნებზე მუშაობენ, დარგის სპეციალისტებს კითხვის ნიშნები აქვთ მათ მიერ წარსულში ჩატარებულ სხვა კვლევებთან დაკავშირებითაც:

„ისევ დუშეთის რაიონში, სწორედ ამ კომპანიებმა მოამზადეს 500 კვტ.-იანი ელექტროგადამცემი ხაზის იმავე ტიპის დოკუმენტები და ვნახეთ, რომ საბოლოოდ, მარშრუტი გადასატანი აღმოჩნდა. აღმოჩნდა, რომ მათი კვლევები არ იყო სათანადოდ შესრულებული. „ჯეო ინჯინიარინგი“ ირწმუნებოდა, რომ მათ ჩატარებული ჰქონდათ დეტალური გეოლოგიური კვლევა, თუმცა, წინამოსამზადებელ სამუშაოებზე, ადამიანებთან უკვე ეზოებში ცვიოდა ქვის ლოდები. „გამა კონსილტგს“ აქვს მომზადებული ასევე ლარსი-სტეფანწმინდის გზის ყველა მონაკვეთის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, მათ შორის, ხადის ხეობაში, რომელიც დღეს მნიშვნელოვანი პრობლემებითაა დახუნძლული. „გამა კონსალტინგის“ მიერაა მომზადებული რიკოთის გზის გარემოზე ზემოქმედების შეფასებაც“.

 

ხანდო-ფასანაურის შემოვლითი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია/მშენებლობის დაწყების სავარაუდო თაღიღი ჯერ ცნობილი არ არის.

როგორც ნინო გუჯარაიძე გვიხსნის, მომდევნო ორი კვირის შემდეგ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უნდა გასცეს სკოპინგის დასკვნა, რომელშიც გაიწერება, გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის მოსამზადებლად აუცილებელი ნაბიჯები და ის საკითხები, რაც შეფასების ანგარიშში უნდა მოხვდეს. ამის შემდეგ კი გამოქვეყნდება გზშ-ს ანგარიში:

„ანგარიშის გამოქვეყნებიდან 45 დღის ვადა იქნება დოკუმენტის კომენტირებისთვის, რასაც კვლავ უნდა მოჰყვეს საჯარო განხილვა, ამის შემდეგ კი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, გასცემს თუ არა გარემოს დაცვის გადაწყვეტილებას. ამ ეტაპების გავლის შემდეგ, კი საბოლოოდ, გზების დეპარტამენტმა ეკონიმიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსგან უნდა მიიღოს მშენებლობის ნებართვა. სანამ საქმე აქამდე მივა, მაქსიმალური ჩართულობაა საჭირო, რომ მთელი ეს პროცესი ყურადღებით იყოს შესწავლილი და მოქცეული მონიტორინგის ქვეშ“.

ფასანაურის შემოვლითი გზის საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები 17 აგვისტოსვე გადააგზავნა ფასანაურის მოსახლეობამ გარემოს ეროვნულ სააგენტოში. შენიშვნებს ფასანაურის 300-მდე მოსახლე აწერს ხელს.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Россия, Новости, Культура, Театр, Дети: Радость, которую приносит Госцирк Бурятии



VIP

Слушатель из Смоленска выиграл на «Авторадио» «Москвич 3»






Новости 24 часа

Яндекс, А.С. Пушкин, Святой Ленин ведут следствие. Настоящая сенсация! 225 лет А.С. Пушкину.



Game News

How to watch the 2024 PC Gaming Show: our 10th annual summer showcase



Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: В Московском регионе более 62 тысяч семей распорядились материнским капиталом через банки



News Every Day

A Deep Dive into Realistic Doll Manufacturers



Блоги

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: С начала года более 4,7 тысячи жителей Московского региона оформили страховую пенсию в автоматическом режиме на портале госуслуг



Москва

Ремонт путепровода в Воскресенске завершится в этом году



Анастасия Волочкова

Волочкова про дочь: «В семье Вдовина она не может быть любимым ребенком. Там сложные отношения»



Москва

Главный книжный праздник: Красная площадь стала центром литературной жизни страны



Даниил Медведев

Российский теннисист Медведев снялся с турнира в Хертогенбосе



Москва

Юлия Пересильд, московский Театр на Таганке, ММОМА – участники 3-его фестиваля «Территория. Красноярск» раскрывают грани современного искусства



БГАТОиБ

Приглашенные солистки выступят в опере «Руслан и Людмила»



Симферополь

В районе Симферополя появится крупный жилой микрорайон - ЖК "Республика"



Москва

Трихолог, ведущий специалист многофункциональный клиники KindCare в Дубае Кристина Евдошенко: что такое андрогенная алопеция и как ее лечить



Москва

Собянин: Инвестпортал Москвы станет основой для всероссийской площадки



Москва

Трихолог, ведущий специалист многофункциональный клиники KindCare в Дубае Кристина Евдошенко: что такое андрогенная алопеция и как ее лечить



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

За один день работники Уссурийского ЛРЗ и их дети выполнили сменно-суточное задание по ремонту 129 паровозиков

На выставке «Россия» прошло массовое прочтение отрывков из поэмы «Руслан и Людмила»

В Северном Тушино прошел показ фильма «Вызов» для активистов «Московского долголетия»

За 5 месяцев 2024 года Московский зоопарк посетили более 1,1 млн гостей


Москва

Юлия Пересильд, московский Театр на Таганке, ММОМА – участники 3-его фестиваля «Территория. Красноярск» раскрывают грани современного искусства






Rss.plus

В Подмосковье сотрудники Росгвардии спасли пожилого мужчину, который оказался один дома и плохо себя почувствовал

За один день работники Уссурийского ЛРЗ и их дети выполнили сменно-суточное задание по ремонту 129 паровозиков

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: В Московском регионе более 62 тысяч семей распорядились материнским капиталом через банки

Яндекс, А.С. Пушкин, Святой Ленин ведут следствие. Настоящая сенсация! 225 лет А.С. Пушкину.

Moscow.media
Москва

Собянин: Московский городской транспорт на 100 процентов отечественный



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Надежда Бабкина

Надежда Бабкина приедет в Ярославль




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Поражения Шубенкова и Савлукова, осечка Кнороз и двойной триумф Макаренко: чем запомнился «Мемориал Знаменских»

Академия Плющенко требует почти два миллиона со сбежавшей от них юной спортсменки

В Швейцарии завершился чемпионат Европы по спортивной и фитнес-аэробике


Ролан Гаррос

Теннисист Джокович побил рекорд Федерера по победам на турнирах "Большого шлема"



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

В нашей стране запретили продавать 3 детские книжки, изданные в России. В чем причина?



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России