მექსიკას და კალიფორნიას 209 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ქარიშხალი ჰილარი უახლოვდება
მექსიკას და ამერიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი ჰილარი უახლოვდება, რომელიც წყნარი ოკეანის თავზე 209 კმ.სთ სიჩქარით მოძრაობს. როგორც CNN ქარიშხლების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით წერს, ურაგანი თავდაპირველად მექსიკის შტატ ბაჟა კალიფორნიას დაატყდება თავს, სამხრეთ კალიფორნიისკენ მიმავალ გზაზე კი ძალას დაკარგავს და იშვიათ ტროპიკულ შტორმად გადაიქცევა.
სამხრეთ-დასავლეთ რეგიონის მოსახლეობა ძლიერი წვიმებისთვის ემზადება, რამაც შესაძლოა, ძლიერი წყალდიდობები გამოიწვიოს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ტროპიკული შტორმი კვირას, 20 აგვისტოს დაიწყება და ერთ კვირას გასტანს.
„ამ საფრთხის გამო, კალიფორნიის ისტორიაში პირველი გაფრთხილება გაკეთდა ტროპიკული შტორმის შესახებ“, – წერს CNN.
სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, რომ მომავალი კვირის დასაწყისში ძლიერი ნალექი სამხრეთ-დასავლეთით ყველაზე ინტენსიურ სახეს კვირას და ორშაბათს მიიღებს.
„წყალდიდობამ შესაძლოა, კალიფორნიის, ნევადასა და არიზონას ნაწილებში ერთ წელზე მეტი ნორმის წვიმა გამოიწვიოს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ძლიერი ქარი და წვიმა ჯერ კიდევ იქამდე დაიწყება, სანამ იქამდე ქარიშხალი ჰილარი მიაღწევს.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯობაიდენმა განაცხადა, კალიფორნიის საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტო (Fema) საჭირო აღჭურვილობითა და პერსონალით სრულ მზადყოფნაშია.