ჩერნიგოვის ცენტრზე რუსული ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის ცენტრზე რუსული ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა და 11 დაიჭრა. ამის შესახებ Nexta live იუწყება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რაკეტა ქალაქის ცენტრში მდებარე დრამატული თეატრის შენობას მოხვდა.
საჰაერო განგაში უკრაინის სხვა რეგიონებშიც იყო გამოცხადებული.