Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

კოტე ჯანდიერი: ახლა კი საზოგადოების უდიდესი ნაწილი დაღლილია “ნაცმოძრაობისა” და “ოცნების” გაუთავებელი დაპირისპირებით, აღარც ერთი უნდა და, მით უმეტეს,­ არც მეორის მეორედ მოსვლა, მაგრამ სვამს კითხვას…

ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებზე მწერალი კოტე ჯანდიერი გვესაუბრა:

– ბატონო კოტე, ახლა საზოგადოების უმეტესი ნაწილი მოუთმენლად შეჰყურებს ევროკავშირს, რომელიც, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ხელისუფლება უამრავ შეცდომას უშვებს­, მაგრამ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ­ ოჯახში ყოფნას. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია წლის ბოლომდე ჩვენი საგარეო კურსი უკვე ოფიციალურადაც განსაზღვრული იყოს?

– თუ დავაკვირდებით, ეს უცნაური გამოთქმა: “ქართველი ხალხი იმსახურებს­ ევროპულ ოჯახში ყოფნას, მთავრობა კი, არავითარ შემთხვევაში”, ერთი შეხედვით, სრული უაზრობაა. მართლაც, როგორ შეიძლება ხალხი რაღაცას იმსახურებდეს, ხოლო მის მიერ კანონიერად არჩეული მთავრობა არა?! ამასთან, ცხადია, ზემოხსენებული ფრაზა, სულაც არ არის უწყინარი­ სისულელე. აბა, რა ჰქვია ამას, თუ არა პირდაპირი მოწოდება არსებული ხელისუფლების სასწრაფო შეცვლისაკენ (შეცვლის მეთო­დები არ კონკრეტდება)?! სხვა სიტყვებით, ჩვენთვის კარგად ნაცნობ ევროპარლა­მენტარებს ხალხად მხოლოდ შეურიგებელი ოპოზიციის, არსებითად კი “ნაცმოძრაობის” მომხრეები და ამომრჩევლები მიაჩნიათ, ყველა დანარჩენი თურმე ხელს ვუშლით ევროპული სამოთხის დადგ­ომას საქართველოში, რადგან ანტიევროპელები, ანტიდემოკრატები და რუსოფილები ვართ, მაგრამ მათი თეორია რუსეთიდან მართული ქართული ხელისუფლებისა და მისი მომხრე კრემლის აგენტების შესახებ მთავრობის რაღაც ქმედებებში უნდა გამოიხატებოდეს და ამიტომ პერიოდულად ჩნდება ხოლმე საგანგაშო განცხადებები პროდასავლური კურსის ცვლილების შესახებ.

პოლიტოლოგი არა ვარ, მაგრამ მეჩვენება, რომ ოპოზიციონერების უდიდესი უმრა­ვლესობა და მედიის წარმომადგენლები ნებისმიერ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ხდომილებას, ტაქტიკურ სვლას, რომელიც არ ეხება ქართულ-დასავლურ ურთიერთობას, უაპელაციოდ აცხადებენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებად. ეს, ცხადია, მხოლოდ გულუბრყვილობითა და დაბალი კვალიფიკაციით ვერ აიხსნება. ალბათ, უფრო არაკეთილსინდისიერებასთან გვაქვს საქმე. ამისი მაგალითია პრემიერ ღარიბაშვილის ახლანდელი ვიზიტი ჩინეთში და ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივა, ქართულ-ჩინური ურთიერთობის სტრატეგიული პარტნიორობის რანგში აყვანასთან დაკავშირებით. ჩვენმა “მედასავლეთე” პოლიტიკანებმა ეს ამბავი სასწრაფოდ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებად მონათლეს. ერთმა რიტორიკული შეკითხვაც დასვა: “იცით რომელიმე ქვეყანა, რომელსაც ერთდროულად აშშ და ჩინეთი ჰყავდეს სტრატეგიულ მოკავშირედ?! ეს საგარეო კურსის ცვლილებაა!” – ამ აღშფოთებულ პოლიტიკურ მოღვაწეს მინდა რამდენიმე ფაქტი შევახსენო:

პირველი – 2018 წელს ევროკავშირმა­ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საზეიმოდ აღნიშნეს მათ შორის ყოვლისმომცველი­ სტრატეგიული პარტნიორობის 15 წლისთავი, როდესაც ორივე მხარემ მიიღო გადაწყვეტილება ურთიერთობათა სტატუსის ამაღლების შესახებ;

მეორე – სტრატეგიული პარტნიორობის­ მაგალითი იყო 2008 წელს დაწყებული ოპერაცია “ატალანტას” (EU NAVFOღ Aტаლანტა) წარმატებით დასრულება, როდესაც სომა­ლელი მეკობრეების წინააღმდეგ ევროკავშირისა და ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს;

მესამე – ამერიკული მხარის უკმაყოფილების მიუხედავად, ევროკავშირისა და ჩინეთის მონაწილეობით მიმდინარეობს ორი გლობალური ეკონომიკური პროექტი: “16+1” და “ერთი სარტყელი – ერთი გზა”, რომელშიც ჩართულია პრაქტიკულად ყველა ევროპული სახელმწიფო. ეს პროექტები­ ითვალისწინებს ევროპასა და აზიას შორის ახალი სატრანსპორტო­ არტერიების­ მშენებლობასა და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას ამ არტერიების გასწვრივ;

მეოთხე – 2023 წლის გაზაფხულზე ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და პრეზიდენტ სი ძინ პინის შეხვედრის შედეგები ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაო ნინმა ასე შეაფასა: “ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთსა და ევროკავშირს შორის წელს 20 წელი უსრულდება. ამ ვიზიტს ჩინეთი განიხილავს როგორც საშუალებას გლობალური გამოწვევების დაძლევისა და მეტი სტაბილურობის მიღწევისათვის დღევანდელ არეულობითა და უწესრიგობით მოცულ მსოფლიოში”.

როგორც ვიცით, ირაკლი ღარიბაშვილსა და სი ძინპინს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე დიდი ადგილი დაეთმო საქართველოზე გამავალი ე.წ. შუა დერეფნის ამუშავების თემას. ეს დერეფანი ორ, ერთმანეთის სტრატეგიულ მოკავშირეს – ევროკავშირსა და ჩინეთს, ანუ ევროპასა და აზიას, უმოკლესი სახმელეთო გზით დააკავშირებს. ამ გლობალური პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ საქართველოს პრემიერი და ჩინეთის პრეზიდენტი სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ?!

შუა დერეფნის შეუფერხებელი ფუნქციონირებით დაინტერესებული აზიური სუპერსახელმწიფო ევროკავშირთან ერთად ჩვენი რეგიონის სტაბილურობით დაინტერესებულ მხარედ გამოდის. რა დიდი ანალიტიკოსობა უნდა იმას, რომ ეს გარემოება, ეკონომიკური პერსპექტივის გარდა, უსაფრთხოების დამატებით, სერიოზულ გარანტიებსაც აძლევს ჩვენს ქვეყანას? ნუთუ ეს არ ესმით ოპონენტებს? ცხადია, ესმით, მაგრამ ვიწროპარტიული ეგოიზმი და განურჩევლად ყველაფრის უარყოფის მავნე ჩვევა საშუალებას არ აძლევთ აღიარონ რეალობა. რა საგარეო კურსის ცვლილებაზეა ლაპარაკი? ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისათვის ეს სხვა არაფერია, თუ არა კატასტროფული სიბეცე ან შეგნებული მავნებლობა.

საერთოდ, ვფიქრობ, კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხი უფრო მეტად დამოკიდებული იქნება წლის ბოლოს შექმნილ საერთაშორისო ვითარებაზე (მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომის პერიპეტიებზე), გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ ენერგეტიკულ მიზანშეწონილობაზე, ვიდრე საქართველოს შიდაპოლიტიკურ (უფრო სწორად, კვაზიპოლიტიკურ) კინკლაობაზე.­ ამ მოცემულობაში ჩინეთის ფაქტორი არათუ ხელს უშლის, პირიქით, მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას.

– რა არის მთავარი ღირებულება, რომელიც 30-წლიანმა დამოუკიდებლობამ, სისხლის, ომებისა და ტრაგედიების კვალდაკვალ გვასწავლა თავისუფლების, მშვიდობის ფასი?..

– სიმართლე გითხრათ, ბევრი ვერაფერი. თუკი რამე პოზიტივზე შეიძლება ვილაპარაკოთ, არის ის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ასე იოლად აღარ ენდობა პოლიტიკურ დემაგოგებს, ავანტიურისტებსა და მყვირალა ვიგინდარებს, როგორც გასული საუკუნის 80-90-იან წლებში, ან თუნდაც XXI საუკუნის დასაწყისში. რადიკალიზმზე მოთხოვნა საზოგადოებაში საგრძნობლად დაწეულია, რაც მართლაც ძალიან სასიხარულოა. სხვადასხვა მიზეზის გამო არსებული ხელისუფლებით ბევრი უკმაყოფილოა,­ მაგრამ ხალხი დღეს სვამს კითხვას – ვთქვათ, მოვიშორეთ დღეს არსებული ხელისუფლება, ხვალ რა იქნება, ვინ აიღებს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობას? რას გვპირდება ესა თუ ის ძალა და რამდენად სანდოა მათი დაპირებები? ადრე ჩვენ ამ კითხვებს არ ვსვამდით. უბრალოდ, ვმოქმედებდით პრინციპით: “ძირს კომუნისტები, მაგათზე უარესი რა უნდა იყოს?! ვინც არ უნდა მოვიდეს, მაგათზე უკეთესი ხომ იქნება!” კომპარტია შედარებით უმტკივნეულოდ ჩამოვაცილეთ ხელისუფლებას და მივიღეთ სამოქალაქო ომები, სისხლიანი ქაოსი და ნგრევა. მერე, 2003-ში, ვიძახეთ, ძირს შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმი, ამაზე ცუდი ხომ შეუძლებელია რამე იყოს ამქვეყნადო, და მივიღეთ უმწიფარი მანიაკის სისხლიანი მმართველობა. ახლა კი საზოგადოების უდიდესი ნაწილი დაღლილია “ნაცმოძრაობისა” და “ოცნების” გაუთავებელი დაპირისპირებით, აღარც ერთი უნდა და, მით უმეტეს,­ არც მეორის მეორედ მოსვლა, მაგრამ სვამს კითხვას – არსებული ხელისუფლების დამხობის, ჩამოშლის ან თუნდაც არჩევნებში სრული დამარცხების შემდეგ რა ელის ქვეყანას? არის კი პოლიტიკურ ველზე ძალა, რომელიც ჩაიბარებს ძალაუფლებას და ცხოვრებას უფრო სამართლიანს, მშვიდსა და ეკონომიკურად უკეთესს გახდის? ასეთი­ ძალა არ ჩანს და სანამ არ გამოჩნდება, მანამდე საზოგადოებაც არსებულ სტატუს-კვოს შენარჩუნებას არჩევს. შექმნილ ვითარებაში ეს არჩევანი ადეკვატური მგონია.

– ამდენი წლის განმავლობაში ვერავინ იტყვის, რომ ერთმანეთის ფასი ვისწავლეთ, ერთი პატარა მიზეზი გვინდა და, სიტუაცია მაშინვე აალდება… ხედავთ წინა პირობას, რომ ხვალინდელმა დღემ აჯობოს გუშინდელს?

– დღევანდელ სამყაროში, განსაკუთ­რებით მის დასავლეთ ნაწილში, ღმერთის ადგილი ე.წ. წარმატებულმა ადამიანმა­ დაიკავა.­ წარმატებულობა ერთგვარ კულტად არის გადაქცეული და განათლების სისტემები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი და ოჯახებიც კი მომავალ თაობებს ამ კულტის შესატყვისი სულისკვეთებით ზრდიან. მორალი და ერთგულება რეალურად აღარ წარმოადგენს ფასეულობას, რადგან წარმატებულობა განისაზღვრება უპირველესად ფულით და საჯარო სივრცეში გამოჩენის სიხშირით. “ვჩანვარ­ – ე.ი. ვარსებობ” – ეს არის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი. დეკარტი ძალიან გაოცდებოდა, თუ გაიგებდა, რომ დღესაც არიან ცალკეული ინდივიდები, რომლებიც აზროვნებენ, მაგრამ კონსუმერული საზოგადოებისათვის ისინი არ არსებობენ, რაკი არ ჩანან. დღეს ილონ მასკსა და ცუკერბერგს შესაძლოა უკვე მეტი მიმდევარი ჰყავს, ვიდრე იესო ქრისტეს. იმავეს ვერ ვიტყვით წინას­წარმეტყველ მუჰამედზე ან ბუდაზე და შესაძლოა ეს არის დღევანდელობის მთავარი­ ცივილიზაციური დილემა. ჩვენ ვესწრებით დასავლური ცივილიზაციის დაისს და ვშიშობ, ეს დაისი ზღვაზე მზის ჩასვლასავით ლამაზი არ იქნება. ამავე დროს, ვხედავთ დემოგრაფიული, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური სიმძიმის ცენტრების გადახრას აღმოსავლეთისაკენ, რაც ზემოაღნიშნული ცივილიზაციური დილემის მატერიალური გამოხატულებაა. შექმნილ ვითარებაში რა პერსპექტივა­ აქვს საქართველოსნაირ მცირერიცხოვან, მაგრამ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მდებარე ქვეყანას?!

ქართველებს აქვთ უნიკალური ისტორიული გამოცდილება დასავლური და აღმოსავლური კულტურული სივრცის მიმართ თანაბარი გახსნილობისა და მიმღებლობის. “ვეფხისტყაოსანსაც” რომ დავანებოთ თავი, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია უნიკალური ჰაგიოგრაფიული ტექსტის, “ბალავარიანის” ბედ-იღბალი. ეს არის გაუტამა ბუდას ცხოვრების ქრისტიანიზებული ვარიანტი, რომელიც არაბულიდან ქართულად ითარგმნა, ხოლო მეათე საუკუნეში ექვთიმე ათონელმა ქართულიდან უკვე ბერძნულ ენაზე თარგმნა თუ ხელახლა დაწერა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ევროპამ სწორედ ექვთიმესეული ბერძნული რედაქციით გაიცნო ეს უნიკალური ლიტერატურული ძეგლი, რომელიც ბერძნულიდან ლათინურად, მოგვიანებით კი, სხვა ევროპულ ენებზეც თარგმნეს და შუა საუკუნეებში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საღვთისმეტყველო ნაწარმოებად (დღევანდელი ტერმინოლოგიით ბესტსელერად) იქცა.

სიმბოლურია, რომ სწორედ ქართული თარგმანი და ექვთიმე ათონელი გვევლინე­ბიან­ აღმოსავლური და დასავლური სულიერების მაკავშირებელ რგოლად, ერთგვარ ხიდად ამ განსხვავებულ კულტურათა შორის. თანამედროვე ქართველების უმრავლესობამ არაფერი იცის ამის შესახებ, მაგრამ კოლექტიური მეხსიერების წიაღში, არაცნობიერად შენარჩუნებულია იმის გააზ­რება, რომ საქართველო არის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჰარმონიზაციის და არა დაპირისპირების ადგილი, ხიდი და არა უფსკრული.

პატარა გადახვევას გავაკეთებ. სხვათა შორის, ამ ორი მენტალური და კულტურული სივრცის ჰარმონიზაცია არის დათო მაღრაძის პოეზიის ერთ-ერთ მთავარი თემა, რაც განათლებულ ევროპელ მკითხველში იწვევს უდიდეს ინტერესს, ხოლო ქართველ ლიბერალებში – შურსა და სიძულვილს. აღსანიშნავია, რომ დათოს ლექსები ითარგმნა და გამოიცა თურქულ და არაბულ ენებზე და აღმოსავლეთის განათლებული საზოგადოებაც ისეთივე დაუფარავი ინტერესით ხვდება ამ პოეტურ ტექსტებს, როგორც იტალიელი, ესპანელი ან ამერიკელი მკითხველი. დღეს შექმნილ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში აღნიშნული გარემოებები დამატებით, ფსიქოლოგიურად ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს სწორედ სტრატეგიული პარტნიორობისათვის როგორც დასავლეთთან, ისე სწრაფად მზარდ ჩინურ ცივილიზაციასთანაც.

დღეს შექმნილ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში აღნიშნული გარემოებები დამატებითი ფსიქოლოგიურად ხელშემწყობი ფაქტორია სწორედ სტრატეგიული პარტნიორობისათვის როგორც დასავლეთთან, ისე სწრაფად მზარდ ჩინურ ცივილიზაციასთანაც. მაგრამ ჩვენთვის სასიკეთო შედეგი მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადგება – თუ სასწრაფოდ არ მოვკიდეთ ხელი განათლების სისტემის კატასტროფული მდგომარეობის გამოსწორებას და არ შევწყვიტეთ ახალგაზრდობის ინდოქტრინაცია უაზრო ლიბერალურ-ტოტალიტარული დოგმატიკითა და რეალობას აცდენილი იდეოლოგიური კლიშეებით. მეცნიერებისა და მეცნიერული აზროვნების მოსპობა აზროვნების კულტურას დაბლა სწევს.

წყარო

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Архангельский «Ледокол» вышел в четвертьфинал Ночной хоккейной лиги



Жизнь

Армяне России поддерживают движение «Тавуш во имя Родины»






Новости 24 часа

Россия, Культура, Дети: конкурс на новую эмблему обьявил Театр Ульгэр в Республике Бурятия



Game News

RPG Battle of Souls доступна в Google Play 2 стран



Москва

Обвиняемый во взятке кадровик МО находится на карантине в СИЗО "Лефортово"



News Every Day

Citadel CEO Ken Griffin says the anti-Israel college campus protests are just 'performative art'



Блоги

Патриотическую акцию «Синий платочек» провели в Нижнем Новгороде в день прибытия «Поезда Победы»



Москва

Клуб «Созвездие» представит НАО на всероссийском этапе конкурса «ДОМ КУЛЬТУРЫ. НОВЫЙ ФОРМАТ»



Булат Окуджава

Урганта исключили из программы концерта памяти Булата Окуджавы



Москва

По городам победы: туристический поезд «Своих не бросаем!» отправился из Москвы



WTA

Свёнтек прошла в полуфинал турнира WTA-1000 в Риме



Москва

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети



Чемпионат

Чемпионат России по футболу для людей с ограниченными возможностями начался в Дзержинске



Симферополь

Россия, Культура и Дети: детский конкурс эмблемы обьявил Театр кукол в Улан-Удэ



Москва

Россия, Культура, Дети: конкурс на новую эмблему обьявил Театр Ульгэр в Республике Бурятия



Москва

Сергей Собянин: в ТиНАО создадут новые управы районов



Москва

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Обвиняемый во взятке кадровик МО находится на карантине в СИЗО "Лефортово"

Названа причина смерти легендарного летчика-испытателя Дмитрия Автухова

«СВЯТОЙ ЛЕНИН» помогает Государственной Думе РФ оптимизировать налоговую сферу. «СВЯТОЙ кибер ЛЕНИН» удаляет налоги: перезагрузка.

Патриотическую акцию «Синий платочек» провели в Нижнем Новгороде в день прибытия «Поезда Победы»


Москва

Россия, Культура, Дети: конкурс на новую эмблему обьявил Театр Ульгэр в Республике Бурятия






Rss.plus

Россия, Культура, Дети: конкурс на новую эмблему обьявил Театр Ульгэр в Республике Бурятия

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети

Патриотическую акцию «Синий платочек» провели в Нижнем Новгороде в день прибытия «Поезда Победы»

Армяне России поддерживают движение «Тавуш во имя Родины»

Moscow.media
Москва

Столичный мэр реорганизовал управы в ТиНАО



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Концерт

Концерт-телепремьера «Шаляпин и Рахманинов в Кисловодске» состоится на выставке-форуме «Россия»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В ЦСКА рассказали о тяжести травмы голкипера Владислава Торопа

Брянские парапланеристы завоевали три медали на чемпионате ЦФО

Стартовал финальный этап всероссийского футбольного турнира «Будущее зависит от тебя»


Даниил Медведев

Медведев с трудом одолел 121-ю ракетку мира на турнире в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Патриотическую акцию «Синий платочек» провели в Нижнем Новгороде в день прибытия «Поезда Победы»



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России