Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

აფხაზეთი „აღიარებიდან“ 15 წლის შემდეგ: ძველ და ახალ მედვედევს შორის

აფხაზეთი „აღიარებიდან“ 15 წლის შემდეგ: ძველ და ახალ მედვედევს შორის

სოხუმი და ცხინვალი აღიარების მრგვალი თარიღისთვის ემზადებიან. 15 წლის წინ, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა, მაშინდელი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის პირით საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ცნო, თუმცა მნიშვნელოვანი თარიღისათვის სამზადისს საზეიმო ელფერი დაუკარგა 15 წლის განმავლობაში გავლენით და თანამდებობით მნიშვნელოვნად დაქვეითებულმა დმიტრი მედვედევმა. ერთ-ერთი რუსულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში აფხაზეთისა და ცხინვალის შესაძლო ანექსიაზე ილაპარაკა. როგორც მოსალოდნელი იყო, მედვედევის სიტყვებმა გულისწყრომა გამოიწვია აფხაზეთში, სადაც არათუ მთელი აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, არამედ ბიჭვინთის ნაწილის რუსეთისთვის იჯარით გადაცემასაც კი უძალიანდებიან.

რუსეთი აფხაზეთის ანექსიის მცდელობას დმიტრი მედვედევის განცხადებამდეც არ აკლებდა ხელს. აფხაზები ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის მოთხოვნას და აპარტ-ოტელების მშენებლობის შესახებ კანონის ლობირებას, სწორედაც რომ ერთგვარი მცოცავი ანექსიის მცდელობად აღიქვამენ.

დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება და მთლიანად საბიუჯეტო სექტორი დიდწილად რუსეთის ფედერაციის დოტაციაზეა დამოკიდებული, მაგრამ, ამ მნიშვნელოვანი ბერკეტის მიუხედავად, მოსკოვმა მაინც ვერ მოახერხა თავისთვის ხელსაყრელი სამართლებრივი ბაზის შექმნა, რომლის საშუალებითაც რუსეთი და მისი მოქალაქეები შეუზღუდავად შეიძენენ მიწას, უძრავ ქონებას, ენერგეტიკის ობიექტებს და სათანადოდ აითვისებენ აფხაზეთს.

რუსეთი რომ აფხაზეთის ტერიტორიისა და მისი რესურსების მიმართ გულგრილი არ არის, ეს გამოჩნდა სოხუმის უნივერსიტეტში 20 აგვისტოს გამართულ კონფერენციაზეც („რუსეთსა და აფხაზეთს შორის საინფორმაციო თანამშრომლობა - პრაქტიკა, გამოცდილება, პერსპექტივები“), რომლის მსვლელობისას გავლენიანმა რუსმა პოლიტოლოგმა, სერგეი მარკედონოვმა აფხაზებს ფაქტობრივად რუსეთის პოლიტიკური ელიტის გზავნილი გადასცა - მათ არჩევანი უნდა გააკეთონ „გლობალიზაციასა და იდენტობის შენარჩუნებას შორის“.

„დღევანდელ რეალობებში რუსეთი აფხაზეთისთვის არის გარე სამყაროში გამავალი ფანჯრის სინონიმი. რესპუბლიკის გახსნა რუსული ბიზნესისთვის, ინვესტორების მასობრივი შემოდინება, აფხაზეთის ტერიტორიაზე ქონების შეძენა აფხაზებს დიდ პრობლემებს უქმნის. ეს არის რისკები, რომლებიც დაკავშირებულია კულტურული მემკვიდრეობის, აფხაზური ენის შენარჩუნებასთან და ელიტების პოლიტიკური ავტონომიის მინიმუმამდე შემცირებასთან, - განაცხადა პოლიტოლოგმა, - დღევანდელი სტატუს-კვოს შენარჩუნება და აფხაზურ ეთნოცენტრიზმსა და ლოკალიზმზე დაყრდნობა ნიშნავს რესპუბლიკის "მეობის" გაძლიერებას, მაგრამ სრულფასოვანი განვითარების შესაძლებლობების ჩაკეტვას. განსაკუთრებული გზის საფასური სტაგნაცია და უძრაობაა! ერთხელ მოპოვებული გამარჯვებით დაუსრულებელი ტკბობა არ გამოვა. ყოველდღე, გლობალიზაციის სცილასა და ლოკალიზაციის ქარიბდას შორის გავლისას, ახალი სტატუს-კვო შინაარსით უნდა აივსოს“.

ერთ-ერთმა აფხაზურმა Telegram-არხმა კრემლთან დაახლოებული ანალიტიკოსის ეს სიტყვები ასე „გადათარგმნა“:

„მოსკოვი გვეუბნება, ჩვენ გვესმის თქვენი შეშფოთება, მაგრამ არ ვიღებთ თქვენ მიერ დამკვიდრებულ შუა საუკუნეების პრაქტიკასო. თქვენ გაქვთ ორი არჩევანი: ან განაგრძეთ საკუთარ წვენში ხარშვა, მაგრამ თქვენი ხარჯებით, ან მიიღეთ ჩვენი პირობები და დაიწყეთ შეცვლა“.

რუსეთი რომ მხოლოდ ზეპირი განცხადებებით არ შემოიფარგლება და, რომ აღარ აპირებს „უანგარო ფინანსურ მხარდაჭერას“, იქიდანაც ჩანს, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში სოხუმს (შესაბამისად, ცხინვალსაც) მკვეთრად შეუმცირდებათ რუსეთის ბიუჯეტიდან გამოყოფილი დახმარების მოცულობა. რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და აფხაზეთის ე.წ. მთავრობასთან გაფორმებული შეთანხმების თანახმადაც, სამი წლის განმავლობაში საბიუჯეტო სფეროს თანადაფინანსებაში აფხაზეთის წილი ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს 15%-დან 85%-მდე.

აფხაზი ეკონომისტი, ახრა არისტავა მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ბიუჯეტს ამ ტვირთის აწევა გაუჭირდება, რადგან, მისი თქმით, ბოლო 4 წელია აფხაზეთის ბიუჯეტი არ იზრდება, გაჭედილია 7 მლრდ 200 მლნ რუბლზე.

„ფაქტობრივად არაფერი კეთდება ვითარების შესაცვლელად. გველოდება საბიუჯეტო კრიზისი, თუ მთავრობა და პარლამენტი რამე სერიოზულ ნაბიჯებს არ გადადგამენ. ბიუჯეტის დეფიციტი 1 მლრდ 685 მლნ-ია, დამატებითი სახსრების მოძიების არანაირი რესურსი არ ჩანს. რუსეთის ბიუჯეტის ხარჯზე იზრდებოდა საბიუჯეტო სფეროს ხელფასები, რომლებიც 2023 და 2024 წლებში აფხაზეთმა თავისი სახსრებით უნდა გასცეს. ეკონომიკა თუ არ იზრდება, საიდან მოიტანს მთავრობა დამატებით თანხებს? კატასტროფულად დიდია საბიუჯეტო დეფიციტი, რომელიც დაახლოებით 20%-ს - 1 მლრდ 685 მლნ რუბლს შეადგენს. ეს აბსოლუტური რეკორდია. უზარმაზარი ხვრელია ბიუჯეტში. დღეს აფხაზეთის ბიუჯეტის მთავარი შემოსავალი მოდის საბაჟო გადასახადზე. საბაჟო კომიტეტის მონაცემებით, 7 თვის გეგმა 335 მლნ რუბლის გადაჭარბებით შესრულდა. დავუშვათ, ამ ტემპით გაგრძელდა საბაჟო გადასახადის აკრება, წლის განმავლობაში ეს გააჩენს დამატებით მაქსიმუმ 600-700 მლნ რუბლს. დანარჩენი 1 მლრდ რით უნდა ამოივსოს? მთავრობას არანაირი რეცეპტი არ აქვს“, - ამბობს აფხაზი ეკონომისტი.

ამ ფონზე დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, რომ აფხაზურ საზოგადოებას არ შეახსენოს რუსეთის როგორც სამხედრო, ასევე ფინანსური მხარდაჭერის ფასი:

2008 წლიდან აფხაზეთის რესპუბლიკამ რუსეთიდან მიიღო 110 მილიარდ რუბლზე (1,2 მლრდ დოლარი) მეტი ფინანსური დახმარება. მათ შორის:

30 მილიარდი რუბლი - საინვესტიციო პროგრამა

40 მილიარდი - ხელფასი

40 მილიარდი – საპენსიო გადასახდელები.

„აფხაზური პენსიის საარსებო მინიმუმამდე - 10 000 რუბლამდე ასაწევად, ჩვენს ბიუჯეტს ყოველწლიურად დამატებით 1 მილიარდი რუბლი დასჭირდება. არმიის მოდერნიზებისთვისაც მილიარდობით რუბლია საჭირო. იგივე საჭიროებებია სხვა სექტორებშიც - ჯანდაცვა, განათლება და ასე შემდეგ“, - ამბობს ინალ არძინბა, რომელიც ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნამდე რუსეთის პრეზიდენტის აპარატის თანამშრომელი იყო.

რა თქვა მედვედევმა?

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო, როგორც წესი, ყოველ წელს, „26 აგვისტოს“ მოახლოებისას აკეთებს განცხადებას 2008 წლის ომისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. დმიტრი მედვედევმა ამჯერად ვრცელი წერილი გამოაქვეყნა გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტიში“ და, გასაგები მიზეზების გამო, ბევრი ილაპარაკა უკრაინა-დასავლეთის შესახებაც. სწორედ მათთვის ჭკუის სწავლების კონტექსტში ახსენა საქართველო და მისი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შესაძლებლობა:

„დასავლეთმა უნდა ისწავლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ აუცილებელი გაკვეთილი. 2008 წელს შევაჩერეთ თბილისზე თავდასხმა, როდესაც მოვახერხეთ წარმოშობილი საფრთხეების აღმოფხვრა, მაგრამ ახლა ვითარება კვლავ აქტიურად მწვავდება, როგორც ჩანს, იმისთვის, რომ ჩვენს საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერა შეიქმნას. ისევ მიდის საუბარი საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზე. ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო. ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაეროს წესდების სულისკვეთებით, პრობლემების გადასაჭრელად. მაგრამ თუ ჩვენი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დავაყოვნებთ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს“.

დმიტრი მედვედევის სტატიის ამ ფრაგმენტს გამოეხმაურნენ როგორც სოხუმსა და ცხინვალში, ასევე მოსკოვსა და თბილისშიც.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა " რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება"

პოლიტოლოგი და საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ დმიტრი მედვედევის განცხადებამ რუსეთისადმი სრულად ლოიალური საქართველოს ხელისუფლების რიტორიკას ნოყიერი საკვები მისცა:

„რუსეთისადმი ლოიალური, დავარცხნილი პოლიტიკის გამო მედვედევს მხოლოდ ქება და დიდება უნდა შეესხა "ქართული ოცნებისთვის", მაგრამ ის მაინც დაემუქრა საქართველოს. მგონი, დაიმუქრა "ქართული ოცნების" თხოვნით, რათა შეექმნა ომის საფრთხის განცდა. მიამიტ ქართულ საზოგადოებას, რომელსაც სჯერა ან ეშინია, რომ რაღაც საფრთხეები შეიძლება იყოს, მედვედევმა შეახსენა, ახლა კი იქცევით კარგად, მაგრამ თუ კარგად არ მოიქცევით, შეიძლება აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი მივიერთოთო. პირველ რიგში ეს იყო შეტყობინება ქართული საზოგადოების ჩამოუყალიბებელი ნაწილისთვის. მედვედევმა "ქართულ ოცნებას" მისცა თემა, რომელიც მას მთელ საარჩევნო პერიოდში გამოადგება“.

პაატა ზაქარეიშვილის ვარაუდი დიდწილად სწორი გამოდგა. ყოველ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის ომს ბევრი სახელმწიფო თავის ინტერესებიდან გამომდინარე იყენებს და, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს საქართველოს უკრაინიზაციასო.

„არ ვაძლევთ რუსეთის ფედერაციას საშუალებას, რომ მედვედევის განცხადებაში გაჟღერებული მუქარა განახორციელოს, ჩვენ ამ პოლიტიკით საქართველოს ავაცილეთ და შემდეგშიც ავაცილებთ ამ განცხადებაში გამოთქმულ საფრთხეებს. კარგი იქნება, თუ მედვედევის ამ პროვოკაციას მშვიდად შევხვდებით და გავაგრძელებთ იმ პოლიტიკურ კურსს, რომელიც სწორედ ამ პროვოკაციების განხორციელების საშუალებას არ აძლევს რუსეთის ფედერაციას“, - ეს განცხადება კი „ქართული ოცნებისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

მაინც როგორია პოლიტიკური კურსი, რომელიც, როგორც ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, არ აძლევს რუსეთის ფედერაციას პროვოკაციების განხორციელების საშუალებას?

ამის შესახებ გარკვეულ წარმოდგენას ქმნის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეთა საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კონსტანტინ ზატულინის კომენტარი, რომლის მიხედვითაც, მედვედევის განცხადება შეიცავს საფრთხეს, რომელმაც შეიძლება შეცვალოს რუსეთისთვის ხელსაყრელი ძალთა ბალანსი საქართველოში:

„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესვლა რუსეთში დაუყოვნებლივ მოახდენს გავლენას რუსეთის ურთიერთობებზე ამ რეგიონის სხვა ქვეყნებთან, პირველ რიგში საქართველოსთან, დაადასტურებს ქართველი რადიკალების, სააკაშვილის მხარდამჭერების აზრს, რომ რეალურად ეს ტერიტორიები არის მიტაცებული, ოკუპირებული, რომ რუსეთი არის აგრესორი, "ანექსიონისტი". თავად საქართველოშიც შიდაპოლიტიკური ვითარება ამ ემოციების გავლენით მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებისა და რუსეთის ბოლომდე დამარცხების მომხრეთა სასარგებლოდ შეიცვლება. ვსვამ კითხვას: იმ მომენტში, როცა სპეცოპერაციას ვატარებთ, საჭიროა თუ არა ამ ურთიერთობების გამწვავება? ვფიქრობ, არა“.

დმიტრი მედვედევის პასუხად სოხუმში თქვეს, რომ მძიმეა ასეთი განცხადების მოსმენა აღიარების 15 წლისთავზე, თანაც იმ პოლიტიკოსისგან, ვინც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გადაწყვეტილების მიღებაში. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შამბას თქმით, სოხუმი რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო ურთიერთობების მომხრეა, თუმცა რესპუბლიკაში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთთან შეერთებას უჭერს მხარს:

„ჩვენ გვაქვს ჩვენი, განსხვავებული გზა. არ გვქონია ასეთი მოწოდებები [რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ] და მე ვერ ვხედავ აფხაზეთში ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მისაღებად მიიჩნევს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის ასეთ ფორმას“.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, იოლად გამოსაცნობი იყო სოხუმის ასეთი რეაქცია, რადგან რუსეთთან შეერთების იდეა პოპულარული კი არა, აბსოლუტურად მიუღებელია აფხაზეთში.

„მეტიც, აფხაზეთში არაპოპულარული იდეაა ბიჭვინთის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემა გრძელვადიანი იჯარით, არაპოპულარული იდეაა აპარტამენტების მშენებლობა და 100 ათასი რუსის ჩასახლება აფხაზეთში. თუ ასეთი თემები არ არის პოპულარული, როგორ შეიძლება პოპულარული იყოს რუსეთთან შეერთების, ანექსიისა და აფხაზეთის გაქრობის იდეა?! ასე რომ, მედვედევი იტყუება. მის ამ ტექსტს ორი ადრესატი ჰყავს: უკრაინა, რომელსაც ეუბნება, მოიქეცით ისე კარგად, როგორც ქართველები მოიქცნენ, თორემ აღარ იარსებებთ დედამიწის ზურგზე... მედვედევის მეორე ადრესატი საქართველოა, რომელსაც ეუბნება, თუ კარგად არ მოიქცევით, მიიღებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიას“.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ერთადერთი ბოლომდე „რუსი პოლიტიკოსი“ აფხაზეთში დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბაა, რომელიც სუვერენიტეტის საფრთხეს არა მედვედევის განცხადებასა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში, არამედ უკრაინასა და მის მხარდამჭერ ქართველებში ხედავს. ის ამბობს:

„ სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ხარჯები საკმაოდ მნიშვნელოვანია. ეს არის საგანგაშო სიგნალი ჩვენთვის. საგანგაშო სიგნალია, რომ აფხაზეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება ჯერ არ გაფორმებულა. საგანგაშო სიგნალია ისიც, რომ ქართული რადიკალური შენაერთები უკრაინის ტერიტორიაზე ფაშიზმისა და ნეონაციზმის მხარეს იბრძვიან და ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ ისეთი ადამიანები, როგორიცაა ბატონი სააკაშვილი, ელოდებიან მათ დაბრუნებას საქართველოში, რათა კვლავ მოვიდნენ ხელისუფლებაში. პირველი, რის გაკეთებასაც ისინი აპირებენ, ესაა პროვოკაციების მოწყობა საზღვრებზე და ამერიკელების დავალებით შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღება. ბატონ სააკაშვილს სურს რევანში“.

33 წლის ინალ არძინბა, როგორც პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, არაპოპულარული პოლიტიკოსია აფხაზეთში როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების დონეზე.

„ყველა ხედავს, რომ არძინბა მხოლოდ გვარია, დანარჩენით ის რუსი ჩინოვნიკია, რაც საფრთხედ მიაჩნიათ. როცა მისი წლოვანება გაუტოლდება პრეზიდენტობის დასაშვებ ასაკს (35წ.), რუსეთმა შეიძლება მხარი დაუჭიროს მის პრეზიდენტად არჩევას. გამორიცხული არ არის, რომ არძინბამ დაიწყოს მოძრაობა რუსეთთან შეერთებისკენ. ეს საფრთხე არსებობს და აფხაზებს ამის ეშინიათ, თუმცა დარწმუნებული არიან, რომ ამას არ დაუშვებენ“, - უთხრა პაატა ზაქარეიშვილმა რადიო თავისუფლებას.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Фестиваль-конкурс любительских творческих коллективов объединит в Архангельске хореографию, цирк, театр и балет



VIP

Страдания юного Аюша Булчун






Новости 24 часа

Армяне России поддерживают движение «Тавуш во имя Родины»



Game News

RPG Battle of Souls доступна в Google Play 2 стран



Москва

В мире могут закрыть поставки из Китая. «Святой Ленин» на встрече В.В. Путина и Си Цзиньпина повышает качество жизни народам России, Китая, всего мира.



News Every Day

'Survivor' Contestant Kenzie Petty Announces She's Pregnant, Expecting First Child with Husband Jackson



Блоги

Патриотическую акцию «Синий платочек» провели в Нижнем Новгороде в день прибытия «Поезда Победы»



Москва

В ВТБ допустили, что юань станет второй по популярности инвалютой у россиян



Виктор Цой

Кто виновен в смерти Виктора Цоя



Москва

По городам победы: туристический поезд «Своих не бросаем!» отправился из Москвы



WTA

Азаренко вышла в четвертьфинал турнира WTA-1000 в Риме



Москва

Россия, Культура, Дети: конкурс на новую эмблему обьявил Театр Ульгэр в Республике Бурятия



Владимир Потанин

Правительство РФ сообщило о перевыполнении планов по достижению цифровой зрелости национальной экономики



Симферополь

Аэропорт Элисты начнет принимать рейсы 28 мая



Москва

В мире могут закрыть поставки из Китая. «Святой Ленин» на встрече В.В. Путина и Си Цзиньпина повышает качество жизни народам России, Китая, всего мира.



Москва

Собянин на встрече с москвичами рассказал о развитии города



Москва

Россия, Культура, Дети: конкурс на новую эмблему обьявил Театр Ульгэр в Республике Бурятия



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Как будет развиваться Яндекс Еда в 2024 и 2025 году

Названа причина смерти легендарного летчика-испытателя Дмитрия Автухова

Обвиняемый во взятке кадровик МО находится на карантине в СИЗО "Лефортово"

В мире могут закрыть поставки из Китая. «Святой Ленин» на встрече В.В. Путина и Си Цзиньпина повышает качество жизни народам России, Китая, всего мира.


Москва

Россия, Культура, Дети: конкурс на новую эмблему обьявил Театр Ульгэр в Республике Бурятия






Rss.plus

Россия, Культура, Дети: конкурс на новую эмблему обьявил Театр Ульгэр в Республике Бурятия

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети

Патриотическую акцию «Синий платочек» провели в Нижнем Новгороде в день прибытия «Поезда Победы»

Moscow.media
Москва

Сергей Собянин: в ТиНАО создадут новые управы районов



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Анастасия Волочкова

Суд Петербурга взыскал 5,3 млн рублей за вздувшийся паркет в квартире Волочковой




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Гандболистки «Ставрополья» в Москве уступили хозяйкам паркета из «Луча»

Брянские парапланеристы завоевали три медали на чемпионате ЦФО

В ЦСКА рассказали о тяжести травмы голкипера Владислава Торопа


Ига Свёнтек

Свёнтек высказалась об акции протеста экоактивистов, выбежавших на корты Рима



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России