დღე ისტორიაში – 26 აგვისტო
2019 წელს ლეონარდო დიკაპრიოს გარემოსდაცვითმა ფონდმა ამაზონის ტყეების ხანძრებისგან გადასარჩენად 5 მილიონი დოლარი გაიღო.
2019 წელს ინდონეზიამ გამოაცხადა, რომ დედაქალაქის ჯაკარტადან ბორნეოში გადატანას აპირებდა.
2017 წელს ტერორისტული აქტის გამო ბარსელონას ქუჩებში ასიათასობით ადამიანმა მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყო. თავდასხმა 17 აგვისტოს მოხდა, როდესაც ფურგონი ახლოს მოსიარულეებს შეეჯახა. დაიღუპა 13 ადამიანი, დაშავდა 100-ზე მეტი.
1968 წელს The Beatles-მა ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ჰიტი, Hey Jude, გამოუშვა.
1944 წელს შარლ დე გოლი თავის გარემოცვასთან ერთად გაემართა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, რათა აღენიშნათ ქალაქის გათავისუფლება.
1920 წელს დამოწმდა ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მეცხრამეტე შესწორება, რაც ქალებს ხმის მიცემის უფლებას ანიჭებდა.
1498 წელს მიქელანჯელოს დაევალა Pietà-ს შექმნა.
1346 წელს მოხდა კრესის ბრძოლა. საფრანგეთის არმია თავს დაესხა ინგლისის არმიას, როდესაც ისინი ჩრდილოეთ საფრანგეთში გადადიოდნენ.
წყარო/ფოტო: The Fact Site