უკრაინულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რობოტინი გაათავისუფლეს
უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რობოტინო მთლიანად გაათავისუფლეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.
“რობოტინო გათავისუფლებულია და შემდგომში ჩვენი ჯარები ამ დასახლების სამხრეთ-აღმოსავლეთით გადაადგილებას განაგრძობენ”, – აღნიშნა მალიარმა.
მისი თქმით, მოწინააღმდეგის სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალები ნოვოპროკოპოვკასა და ოჩერეტოვატისკენ წინსვლას განაგრძობენ.