საქართველოში არ შემოუშვეს რუსეთის ბავშვთა ყოფილი ომბუდსმენი
საქართველოში არ შემოუშვეს რუსეთის ბავშვთა ყოფილი ომბუდსმენი, ადვოკატი პაველ ასტრახოვი. ის საქართველოდან თურქეთიში მიემგზავრებოდა დოკუმენტური ფილმის გადასაღებად.
„სომხეთში გადამღებ ჯგუფთან ერთად ფილმებისთვის „ახალი კიდობნისა“ და „წარღვნისთვის“ მასალების გადაღების შემდეგ, ჩვენ სომხეთ-საქართველოს საზღვარს ვკვეთდით, რომ ტრანზიტული გზით თურქეთში წავსულიყავით, არარატთან, სადაც ასევე იგეგმებოდა გადაღებების გაგრძელება. მაგრამ საქართველოს საზღვართან მესაზღვეებმა უკანონოდ და უმიზეზოდ გაგვაჩერეს თითქმის 7 საათის განმავლობაში დოკუმენტების ჩამორთმევითა და პირადი ნივთების ჩხრეკით. ცდილობდნენ დავერწმუნებინეთ ხელი მოგვეწერა ქართულ და ინგლისურენოვან პროტოკოლზე, საბოლოოდ კი, ფილმის რეჟისორთან ერთად საერთოდ შეშვებაზე გვითხრეს უარი“,- განუცხადა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასს ასტრახოვმა.
მან ქართველი მესაზღვრეების საქციელს „პროვოკაცია“ და „თვითნებობა“ უწოდა. „თარჯიმნითაც კი არ უზრუნველგვყვეს“, - დაამატა პაველ ასტრახოვმა.
მისი განმარტებით შემთხვევა 25 აგვისტოს მოხდა, რის შემდეგაც ის სომხეთში დაბრუნდა და დანიშნულების ადგილას სტამბოლის გავლით ჩავიდა.
მანამდე ასტარხოვი რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც გადაიღო დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „სასწაული ფრონტზე, ან სანგრებში ათეისტები არ არიან“.
პაველ ასტახოვი ბავშვთა ომბუდსმენის თანამდებობიდან 2016 წელს კარელიის რესპუბლიკის პრიონეჟსკის რაიონის სოფელ სიამოზეროშ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გადადგა, მაშინ ქარიშხალს ბავშვები ემსხვერპლნენ. ბავშვთა ომბუდსმენმა ქარიშხალსგადარჩენილ გოგონებს ჰკითხა: „აბა, როგორ იცურავეთ?“
გასულ წელს სარატოვის სასამართლომ პაველ ასტახოვის ვაჟიშვილს ანტონს 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ფართომასშტაბიანი თაღლითობის გამო.
საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში შემოსვლაზე პერიოდულად უარს ეუბნება, როგორც რუს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და უფლებადამცველებს, ასევე რუსეთის იმ მოქალქეებს , რომლებიც რუსეთის უკრაინაში ფართმასშტაბიან შეჭრას და კრემლის პოლიტიკას ემხრობიან
გასული კვირის ბოლოს საქართველოში არ შეუშვეს პროექტის „ექსკურსიები საქართველოში“ (TravelGeorgia) ავტორი, მწერალი და მოგზაური ალექსეი მუხრანოვი.
ალექსეი მუხრანოვი პროექტს „ექსკურსიები საქართველოში“ 2010 წლიდან ხელმძღვანლებს.
„2010 წელს, ჯერ კიდევ სააკაშვილის ეპოქაში, საქართველოთი დავკავდი იმ მიზეზით, რომ აქამდე არავის არაფერი დაუწერია სერიოზულად ამ ქვეყანაზე. მაშინ ეს იყო სრულიად შეუსწავლელი რეგიონი. ადგილობრივი ენთუზიასტებით, გარე სამყაროსგან იზოლირებული იყო ენობრივი ბარიერით. ვცხოვრობდი საქართველოში 2010 წლის აგვისტოში, შემდეგ 2011 წლის აპრილ-სექტემბერში, შემდეგ 2013 წლის ივნის-სექტემბერში, 2014 წლის მაის-სექტემბერში, 2015 წლის ზაფხული, 2016 წლის ივნის-დეკემბერში, ასევე 2017, 2018, 2019 წლების იანვარ, ივნის-ნოემბერში, შემთხვევით არ აღმოჩნდი ქვცეყანაში 2020 კოვიდის წელს, ამის შემდეგ ისევ აქ ვიცხოვრე 2021 და 2022 წლებში“, - განმარტა მუხრანოვმა.