დღე ისტორიაში – 29 აგვისტო
1997 წელს რიდ ჰასტინგსისმა და მარკ რენდოლფმა კალიფორნიაში Netflix-ი დააარსეს.
1965 წელს Gemini V კოსმოსური ხომალდი დედამიწაზე დაბრუნდა და დაეშვა ატლანტის ოკეანეში.
1935 წელს Rowntree’s-მა ცნობილი შოკოლადი Kit Kat-ი წარმოადგინა.
1907 წელს სენტ-ლოურენსში, ოთხწლიანი მშენებლობის შემდეგ, კვებეკის ხიდი ჩამოინგრა.
1898 წელს დაარსდა Goodyear Tyre and Rubber Company.
1864 წელს სერ უილიამ ჰაგინსმა აღმოაჩინა პლანეტარული ნისლეულის სპექტრი საკუთარ ობსერვატორიაში, ლონდონში.
1854 წელს დანიელ ჰალადეიმ დააპატენტა თვითმმართველი ქარის წისქვილი.
1831 წელს მაიკლ ფარადეი ელექტრომაგნიტური ინდუქციის აღმოჩენით გახდა ცნობილი.
1782 წელს ბრიტანეთის საზღვაო ხომალდი HMS Royal George ჩაიძირა, რამაც 800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
1632 წელს ინგლისელი ფილოსოფოსი ჯონ ლოკი დაიბადა.
1475 წელს საფრანგეთსა და ინგლისს შორის დაიდო პიკინის ხელშეკრულება, შეთანხმება შვიდწლიანი ზავისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
708 წელს მოჭრეს უძველესი იაპონური მონეტა.
წყარო/ფოტო: The Fact Site