რეზნიკოვს თავდაცვის მინისტრის პოსტზე სავარაუდოდ უმაროვი შეცვლის - „უკრაინსკაია პრავდა“
უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ოლექსი რეზნიკოვის შემცვლელად, სავარაუდოდ, სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელს რუსტემ უმაროვს წარადგენენ. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის თანახმად, უკრაინის თავდაცვის მინისტრის გადაყენების საკითხს, უკრაინის პარლამენტი მომავალ კვირაში განხილავს, თავდაცვის მინისტრს უმაღლესი რადა ქვეყნის პრეზიდენტის წარდგინებით ნიშნავს.
„უკრაინსკაია პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რეზნიკოვს, სავარაუდოდ, დიდ ბრიტანეთში ელჩად დანიშნავენ, მის თანამდებობას კი, დიდი ალბათობით, სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი უსტამ უმაროვი დაიკავებს. გასულ კვირაში უმაროვს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც შეხვდა, ფონდთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.
თავად უმეროვმა არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია, მისი თავდაცვის მინისტრად სავარაუდო დანიშვნის შესახებ, - წერს "უკრაინსკაია პრავდა".
10 აგვისტოს გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ" სახელისუფლებო წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი თავდაცვის მინისტრ რეზნიკოვის შეცვლას გეგმავს და სულ მცირე ორი კანდიდატურა განიხილება. ამ ინფორმაციის პასუხად ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის თანამდებობა მისთვის დროებითი ისტორიაა და გადადგომა თავადაც შეუძლია.
23 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა არც უარყო და არც დაადასტურა, რომ იგეგმება თავდაცვის მინისტრის შეცვლა. შესაძლო საკადრო ცვლილებაზე ჟურნალისტების შეკითხვას ზელენსკიმ უპასუხა, რომ მზად არის ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილების კომენტირებისთვის მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელს მოაწერს შესაბამის ბრძანებებს.