გახდებოდი სისხლის დონორი? - სად იპოვის საქართველო 9 ათას მოხალისეს
პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, 2025 წლის 1 ივლისიდან სისხლის ჩაბარება დონორს მხოლოდ ნებაყოფლობით შეეძლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის საქართველოში დამატებით 9 ათასამდე უანგარო დონორი უნდა გამოჩნდეს.