იაპონიამ წარმატებით გაუშვა კოსმოსში მზიდი რაკეტა პირველი მთვარემავლით
იაპონიაში წარმატებით აიღო სტარტი კოსმოსურმა რაკეტა - H2A-მა დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის - მთვარის პირველი მოდულით.
ამის შესახებ იტყობინება Kyodo, იაპონიის აეროკოსმოსური კვლევის სააგენტოს (JAXA) ცნობაზე დაყრდნობით.
კლევითი ცენტრის, ტანეგასიმის კოსმოდრომიდან „მზიდი რაკეტა გეგმის შესაბამისად გაფრინდა. თანამგზავრი XRISM-ი მას ჩამოშორდა სტარტიდან დაახლოებით 14 წუთსა და 9 წამში, ხოლო მთვარემავალი SLIM -ი, 47 წუთსა და 33 წამში,“ - იტყობინება JAXA.
მოდულის მთვარეზე დაჯდომა გათვალისწინებულია 3-4 თვის შემდეგ. ამჟამინდელი სტარტი მოჰყვა მარტში იაპონიის ახალი თაობის რაკეტის, H3-ის წარუმატებელ გაშვებას. H2A-თვის ეს 41-ე წარმატებული გაფრენაა 2005 წლის შემდეგ.
მთვარეზე მოდულის წარმატებით დაჯდომის შემთხვევაში იაპონია საბჭოთა კავშირის, აშშ-ის, ჩინეთის და ინდოეთის მერე მეხუთე ქვეყანა იქნება ისტორიაში, რომელმაც მთვარეზე აპარატი დასვა.
ინდოეთი აგვისტოს ბოლოს გახდა მეოთხე ასეთი ქვეყანა მას მერე, რაც მისი მთვარემავალი დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის სამხრეთი პოლუსთან დაჯდა. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის კოსმოსურმა აპარატმა ავარია განიცადა და მთვარის ზედაპირზე ჩამოვარდა.