ერთი ადამიანი დაიღუპა ხერსონის ოლქზე რუსეთის იერიშის შედეგად
რუსეთის ჯარებმა ხუთშაბათ დილით ორჯერ გაუხსნეს საარტილერიო ცეცხლი ხერსონის რეგიონის სოფელ ოდრადოკამენკას, სადაც იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ორი დაიჭრა. ამის შესახებ ცნობა ტელეგრამის არხით სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ალექსანდრე პროკუდინმა გაავრცელა.
"დაახლოებით 9: 40 საათზე მტრის არტილერიამ დასახლებას დაარტყა. ნამსხვრევი 50 წლის მამაკაცს მოხვდა. თანასოფლელებმა ის საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს. ექიმებმა დაჭრილი მამაკაცის სიცოცხლის გადარჩენა სცადეს, მაგრამ დაზიანებები ძალიან მძიმე იყო და, სამწუხაროდ, მამაკაცი გარდაიცვალა", - დაწერა პროკუდინმა ტელეგრამის არხში.
მისივე თქმით, 20 წუთის შემდეგ რუსული ჯარებმა სოფელზე იერიში გაიმეორეს უკვე დრონით, რომელმაც დასახლებულ პუნქტზე ჭურვები ჩამოყარა.
პროკუდინმა თქვა, რომ ამის გამო, ორი 58 და 46 წლის მამაკაცები დაშავდნენ. დაჭრილები ამჟამად საავადმყოფოში არიან.
რუსეთის ჯარები თითქმის ყოველდღიურად ესხმიან თავს ხერსონის რეგიონის დეოკუპირებულ ნაწილს და რეგიონულ ცენტრს. კიევისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ხელთ არსებული მტკიცებულებების მიუხედავად, მოსკოვი სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისიდანვე უარყოფს მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართულ თავდასხმებს.