კოსოვოს პრემიერი ევროკავშირის წარმომადგენელს ადანაშაულებს მიკერძოებულობაში სერბიის სასარგებლოდ
კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ პრიშტინასა და ბელგრადს შორის დიალოგში ევროკავშირის წარმომადგენელი, მიროსლავ ლაიჩაკი დაადანაშაულა კოსოვოს საწინააღმდეგო პოზიციის დაკავებაში.
კურტი ამ განხადებით გამოვიდა 18 სექტემბერს, რამდენიმე დღით ადრე ბრიუსელში ჩაიშალა მოლაპარაკება, რის მიზეზადაც ევროკავშირმა დაასახელა პრიშტინის მხრიდან შეთანხმების შესრულების ნების არგამოვლენა.
კურტის თქმით, ლაიჩაკი სერბიის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან შეთანხმებით მასზე ზეწოლას ახორციელებს, რათა მხოლოდ ერთი ნაწილი შესრულდეს წელს გაფორმებული შეთანხმებისა - რომელმაც კოსოვოსა და სერბიას შორის კავშირები უნდა გააუმჯობესოს.
"14 სექტემბერს შუამავალმა აშკარად დაიკავა კოსოვოს საწინააღმდეგო პოზიცია... ისინი წარმატებით ესხმიან თავს კოსოვოს მომავალს" - განაცხადა კურტიმ პრიშტინაში გამართულ პრესკონფერენციაზე.