გაეროს ექსპერტი: რუსეთში მნიშვნელოვნად გაუარესდა მდგომარეობა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით
მოსკოვის მხრიდან გასული წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთში მნიშვნელოვნად გაუარესდა მდგომარეობა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით - 18 სექტემბერს ამ განცხადებით გამოვიდა გაეროს ექსპერტი, რომელმაც ილაპარაკა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ "სისტემატურ ზეწოლაზე" და ასევე საპასუხო ნაბიჯების საჭიროებაზე.
გაეროს საგანგებო მომხსენებლის, მარიანა კაცაროვას ანგარიშში - რომელსაც გაეცნო სააგენტო "როიტერსი" - ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მიმართა ომის კრიტიკოსების მასობრივ და განურჩეველ დაპატიმრებას და დაკავებულებს ემუქრებათ სიკვდილის საფრთხე, "წამებისა და არასათანადო მოპყრობის ისევ და ისევ გამოყენების შედეგად".
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს ენიჭება მანდატი, შეისწავლოს ვითარება ე.წ. P5-ის ჯგუფის (რომლებსაც მუდმივი წარმომადგენლები ჰყავთ გაეროს უშიშროების საბჭოში) ერთ-ერთი წევრ სახელმწიფოში.