საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3 მაგნიტუდის სიმძლავრის, მიწისძვრა რაჭისუბანში მოხდა.
„მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 09:21 საათზე დაფიქსირდა და ეპიცენტრი ლაგოდეხიდან 12 კილომეტრში, სოფელ რაჭისუბანში იყო“, – წერს ცენტრი.