გერმანია უკრაინას ახალ, 400 მილიონევროიანი დახმარების პაკეტს გადასცემს
გერმანიამ გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ, რომლის მოცულობა 400 მილიონი ევრო იქნება.
უკრაინა მიიღებს Gepard-ის ტანკებს, IRIS-T საზენიტო-სარაკეტო სისტემებს და 200 MRAP-ის ჯავშანმანქანებს.
დახმარების პაკეტში ასევე შედის საბრძოლო მასალა 155 მმ-იანი საარტილერიო სისტემებისთვის, ნაღმტყორცნების საბრძოლო მასალა და AT-2 ნაღმების რაკეტები დისტანციურად განლაგებული ნაღმებისთვის, 50 უპილოტო დრონი, ზამთრის აღჭურვილობა და ა.შ.
გერმანია ასევე გააგრძელებს უკრაინელი სამხედროების მომზადებას.
„სავარაუდოა, რომ სამხედრო მომზადებას წლის ბოლომდე სულ 10 ათასი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გაივლის“, - ნათქვამია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
დახმარების ახალ პაკეტზე გადაწყვეტილება რამშტეინის ფორმატის მე-15 შეხვედრის შედეგების შემდეგ მიიღეს. ამ დროისთვის გერმანია უკრაინას დახმარების მხრივ, ევროპაში პირველ ადგილზე, ხოლო მსოფლიოში მეორე ადგილზე, შეერთებული შტატების შემდეგ.