რუსეთმა რაკეტებით და დრონებით შეუტია უკრაინის სამხრეთს
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის წინასწარი ინფორმაციით, დარტყმა იყო საპორტო ინფრასტრუქტურაზე. ქალაქ ოდესაში დაზიანებულია რამდენიმე შენობა. დაშავდა 1 ადამიანი.
უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის წინასწარი მონაცემებით, რუსეთმა გამოიყენა 19 უპილოტო საფრენი აპარატი და 12 ფრთოსანი რაკეტა. სარდლობის თანახმად, საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 19-ვე დრონი და 2 რაკეტა.