სპორტში ყველაზე წარმატებული ზოდიაქოს ნიშნები
ვერძის მმართველი პლანეტა მარსი ასოცირდება ძალასთან, ენერგიასთან, აქტივობასთან, სპორტთან და საბრძოლო ხელოვნებასთან. ამიტომ ამ ზოდიაქოს ნიშნის სპორტული შესაძლებლობები გასაკვირი არ უნდა იყოს. ვერძი თავს კომფორტულად გრძნობს ისეთ სიტუაციაში, სადაც საკუთარი ძალის, სიმამაცის, გამბედაობის და მიზანდასახულობის გამოვლენა უწევს.
თხის რქა წარმატებული იქნება ყველა საქმეში, რომელსაც წამოიწყებს. არც სპორტია გამონაკლისი. თუ ეს მისი საყვარელი საქმე, გატაცება ან მოწოდებაა, უკან არაფერზე დაიხევს. თხის რქას აქვს ძალიან ძლიერი სულისკვეთება, მოთმინების უნარი, ამტანობა სირთულეების მიმართ, ეს თვისებები კი ყველაზე მეტად კარგ სპორტსმენს სჭირდება.
ლომის მმართველი პლანეტა მზეა, იგი საკუთარი ენერგიით იკვებება. მას სურს ყველგან და ყველაფერში პირველი იყოს, ჩემპიონობა კი ამის გარანტიას აძლევს. სპორტი შესანიშნავი გზაა მისთვის, აიმაღლოს თავდაჯერებულობა, მიაღწიოს წარმატებას და გახდეს ვარსკვლავი. ერთი რამ, რაც მას აუცილებლად დასჭირდება, საკუთარი ეგოს კონტროლის უნარია. თუ ამას მოახერხებს, საუკეთესო იქნება.