სომხური კონიაკის შემოწმების მოტივით „ზემო ლარსზე“ გადამზიდავების ე.წ. საცობი წარმოიქმნა
საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ზემო ლარსის გამშებ პუნტთან სომხეთიდან რუსეთის მიმარულებით მოძრავ საავტომობილო გადამზიდავებს პრობლემები ექმნებათ. ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაან ქერობიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მომხდარს რუსული მხარე რუსეთის ფედერაციაში მიწოდებული კონიაკის ხარისხის შემოწმებით ხსნის. შედეგად „ზემო ლარსთან“ ათობით სატვირთო ავტომანქანა დაგროვდა.
არმენპრესის თანახმად, რუსეთში სომხეთის საელჩოს სავაჭრო ატაშემ ვაან აკობიანმა განაცხადა, რომ ადგილზე 60 ავტომანქანა დაგროვდა.
„რუსეთში კონიაკზე კონტროლი ძალიან ადრე დაიწყო. მარტ-აპრილიდან რუსეთის საბაჟო სამსახურმა სომხეთიდან შეტანილი კონიაკების საბაჟო კონტროლი დაიწყო . ეს აიხსნება იმით, რომ დარღვევები აღმოჩნდა - ყალბი კონიაკები და ა.შ. რამდენიმე დღის წინ ზედამხედველობა გამკაცრდა. თუ ადრე კონკრეტულ ექსპორტიორებსა ან იმპორტიორებს ამოწმებდნენ, ახლა სომხეთიდან შესული ყველა კონიაკი საბაჟო კონტროლს ექვემდებარება“, - აღნიშნა აკობიანმა.
პრობლემები საზღვარზე სომხური კონიაკის მომწოდებლების მიმართ შესაძლოა რუსეთს ალკოლოლზე ზედამხედველობის სამსახურის პრეტენზიებით იყოს გამოწვეული. მანამდე უწყების უფროსის მოადგილის, ელენა აფანასენკოს განცხადება, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, სერგეი ალექსაშენკომ გამოაქვეყნა.
დოკუმენტში, საუბარი იიყო სამი მარკის კონიაკის მიმოქცევისა და შესყიდვის შეჩერების აუცილებლობაზე რომლებშიც ექსპერტიზამ არომატიზატორები, ფენოლური ნაერთები, ასევე „არაკონიაკური წარმოშობის“ სპირტები აღმოაჩინა.
გამოცემა The Moscow times წერს, რომ კონიაკის მომწოდებლებთან პრობლემები წარმოიშვა სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირების ფონზე, დოკუმენტისა, რომელიც ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მუშაობას არეგულირებს და რომელმაც მარტში პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.
გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რომის სტატუტის შესახებ ერევნის გადაწყვეტილებას მტრული და "ტოქსიკური" უწოდა. ითქვა ასევე, რომ სომხეთი დიპლომატიური არხებით გააფრთხილეს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებებთან მიერთება "მიუღებელია" იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს პუტინის წინააღმდეგ ორდერი აქვს გაცემული.
მოსკოვი განაგრძობს სომხეთის პარტნიორად და მოკავშირედ განხილვას, განაცხადა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა სამშაბათს. მან დასძინა, რომ რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი „უნიშვნელო" და "უკანონოა".
სომხეთის პარლამენტმა გუშინ 3 ოწტომებრს მოახდინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების, იგივე "რომის სტატუტის", რატიფიცირება.