ბიშკეკში სპეცსამსახურებმა პირველი ყირგიზი კანონიერი ქურდი მოკლეს
რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის ცნობით, კოლბაევის ლიკვიდაცია ოთხშაბათს რესტორან Blonder Pub-ში. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, მოკლულმა სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.
2008 წელს კოლბაევი კანონიერმა ქურდებმა აღიარეს, როგორც მათი წრის წევრი, - წერს სააგენტო Prime Edge. ახალი ქურდის ე.წ. კორონაცია იმ დროს ყველაზე გავლენიანი ქურდის, ასლან უსოიანის („დედ ჰასანი“) კლანის წევრებმა გამართეს. იუწყებიან, რომ კოლბაევის „კურთხევა“ მოსკოვში პოლიციის დღის წინა დღით მოხდა.
გამოცემა 24.kg-ი აღნიშნავს, რომ სხვადასხვა დროს კოლგაევთან კავშირში ყირგიზეთის პარლამენტის ყოფილ სპიკერს, ქვეყნის ყოფილ ვიცე-პრემიერს და ამჟამინდელ პრეზიდენტს სადირ ჯაფაროვს, ადანაშაულებდნე. მოკლულის ადვოკატმა კოლგაევის შესახებ თქვა, რომ ის არ იყო კანონიერი ქურდი, არამედ პატივცემული აღსაყალი.
აშშ-ს ხელისუფლებამ კოლბაევს საერთაშორისო ორგანიზაცია "საძმოს წრის" წარმომადგენელი უწოდა. ასე ვაშინგტონი ყოფილი სსრკ-ს გაერთიანებულ ორგანიზებულ დანაშაულს უწოდებს. 2012 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ის ყველაზე დიდი უცხოელი ნარკობარონების სიაში შეიყვანა. სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯილდოდ 5 მილიონ დოლარამდე თანხა დააწესა იმ ინფორმაციისთვის, რომელიც შეუწყობდა კოლბაევის დაკავებას და მისი ორგანიზაციის ფინანსური სქემების განადგურებას.