ლიტერატურის დარგში 2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი იუნ ფოსე გახდა
ლიტერატურის დარგში 2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ნორვეგიელი მწერალი, იუნ ფოსე გახდა. როგორც ნობელის პრემიის ოფიციალურ ვებგვერდის თანახმად, ფოსეს პრესტიჟული ჯილდო „თავისი ინოვაციური პიესებისა და პროზისთვის გადაეცა, რომელიც უთქმელს ხმას ანიჭებს“.
იუნ ფოსი დაიბადა 1959 წელს. იგი ცნობილია, როგორც პოეტი, პროზაიკოსი, მაგრამ, პირველ რიგში, როგორც დრამატურგი. მისი ნამუშევრების მიხედვით სპექტაკლები მსოფლიოს მრავალი ქვეყანის თეატრებში იდგმება.
ფოსის სადებიუტო რომანი" წითელი, შავი " გამოქვეყნდა 1983 წელს. "მისი ნამუშევარი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ჟანრს, შედგება მრავალი პიესის, რომანის, პოეზიის კრებულის, ესეების, საბავშვო წიგნებისა და თარგმანებისგან", - ნათქვამია ნობელის კომიტეტის პრესრელიზში. ფოსი მრავალი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია, ძირითადად სკანდინავიის ქვეყნებში.