"პუტინი ფსიქოპატია, მასკი კი ბრიყვი, რომელსაც მისი შურს" - ჯონ სუინი
“ეს არის კაცი, რომელსაც მიზეზები არ სჭირდება ომის გასაჩაღებლად - ასე რომ, სინდისი არ მქენჯნის, როდესაც ვამბობ, რომ მინდა, რაც შეიძლება მალე გაემგზავროს საიქიოს”, - ეუბნება ჟურნალისტი ჯონ სუინი რადიო თავისუფლებას. ის პუტინის შეჭრას უკრაინაში კიევიდან აკვირდება და ომის დღიურებს წერს.