საქართველოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ეწვია
საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია.
აეროპორტში ალიევს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი დახვდნენ.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ალიევი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია.