ომის პროპაგანდა და მეხსიერებისთვის ბრძოლა რუსეთის სკოლებსა და ქუჩებში
რუსეთის ხელისუფლება აქტიურად ცვლის როგორც უახლესი ისტორიის სახელმძღვანელოებს, ასევე აქრობს ე.წ. მეხსიერების ნიშნებს - სტალინური რეპრესიების აღმნიშვნელ მემორიალურ დაფებსა და ძეგლებს, რასაც ისტორიკოსების ერთმა ნაწილმა ახალი თუ განახლებული სტალინიზმი უწოდა.