“როგორც შეგვეძლო, ისე ვასრულებდით მოვალეობას” - რა უთხრეს სასამართლოს ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე პოლიციელებმა
10 ოქტომბერს 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლოში ორი პოლიციელი დაიკითხა. რობერტ ბზიშვილმა და გაიოზ გაგნიძემ სასამართლოს უთხრეს, რომ მშვიდობიანი აქცია მათ თვალწინ გადაიქცა ძალადობრივად და ხალხის მასამ არ მისცა საშუალება, დაეკავებინათ სამართალდამრღვევები.