საფრანგეთში დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა სკოლის მასწავლებელი მოკლა
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდამსხმელი, 20 წლის ახალგაზრდა, პოლიციამ დააკავა. მისი ვინაობა და თავდასხმის მოტივი უცნობია. მაგრამ როგორც სააგენტო ფრანს პრეს განუცხადეს პოლიციაში თავდასხმის დროს იგი ყვიროდა „ალაჰ აკბარ“.
მოკლული მასწავლებელი სკოლაში ფრანგულ ენას ასწავლიდა, ხოლო დაჭრილთაგან ერთი იმავე სკოლაში სპორტის მასწავლებლად მუშაობს.
ფრანგული მედიის თანახმად ქალაქ არასში ჩასვლას დღის განმავლობაში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გეგმავს.
2020 წლის 16 ოქტომბერს, საფრანგეთში მოკლეს სკოლის პედაგოგი სემუილ პატი, რომელმაც მოსწავლეებს სიტყვის თავისუფლებაზე საუბრისას აჩვენა სატირული ჟურნალის, „შარლი ებდო"-ს კარიკატურა წინასწარმეტყველ მუჰამედზე. პირი, რომელმაც მასწავლებელს თავი მოჰკვეთა, 18 წლის ეთნიკურად ჩეჩენი აბდულაჰ ანზოროვი იყო. ის საპოლიციო ოპერაციისას მოკლეს.