ეროვნულ მუზეუმს სასამართლო დავა კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო
"უფრო დეტალურად: ნინო მაჭარაშვილის შემთხვევაში ბათილად იქნა ცნობილი გათავისუფლების ბრძანება; მოპასუხეს დაეკისრა აღდგენის ნაცვლად კომპენსაცია; მოპასუხეს დაეკისრა ერთი თვის კომპენსაციის გათვალისწინებით 2022 წლის 15 თებერვლიდან განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად. მოპასუხეს დაეკისრა ბაჟის გადახდა 100 ლარი, ანუ 2022 წლის 15 თებერვლიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით გამოდის 20 თვის განაცდური. დაველოდებით, გაასაჩივრებენ თუ არა სააპელაციო სასამართლოში", - უთხრა რადიო თავისუფლებას "ჯასთის ლიგის" ხელმძღვანელმა დიტო ხვიჩიამ.
ეროვნული მუზეუმიდან 2022 წელს ასამდე ადამიანი გაათავისუფლეს რეორგანიზაციის სახელით - მათ დიდ ნაწილს მუზეუმის წინააღმდეგ სასამართლო დავა აქვს დაწყებული.