Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

მერაბ კოსტავა - ჯიუტი მგზავრის ბოლო გზა

1989 წლის 13 ოქტომბერს სოფელ ბორითთან დაიღუპა მერაბ კოსტავა. ის მაშინ 50 წლის იყო.


დღემდე ძნელია დაზუსტებით იმის მტკიცება, ბორითთან მომხდარი ავტოავარია მართლაც უბედური შემთხვევა იყო თუ დაგეგმილი მკვლელობა. ბავშვობიდან დისიდენტი მერაბ კოსტავა ქართული ეროვნული მოძრაობისთვის იმდენად დიდი ფიგურა იყო, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა შემთხვევითობა თავიდანვე გამორიცხა. ავტოავარიის შედეგად დაშავდა, მოგვიანებით კი გარდაიცვალა ეროვნული მოძრაობის კიდევ ერთი ლიდერი ზურაბ ჭავჭავაძე.




შემთხვევითობის არ სჯერა თამარ ჩხეიძესაც, რომელიც იმ დღეს მანქანას მართავდა:


„თუ სამივე ერთად დავიღუპებოდით, გეგმას ასი პროცენტით შეასრულებდნენ. ისე, მეორე მანქანამ ზუსტად იმ ადგილას დაარტყა, სადაც მერაბ კოსტავას თავი იყო. არ ვიცი, ამის გათვლა შეიძლებოდა თუ არა, - ამბობს თამარ ჩხეიძე, - საერთოდ, ზურა იყო ხოლმე საჭესთან, მაგრამ წინა დღეს ორიოდე ჭიქა დალია და უკან იჯდა. მერაბმა ტარება არ იცოდა, არც ჰყოლია მანქანა არასოდეს. ზურამ რამე დაინახა თუ არა, არ ვიცი. უკვე გამოდიოდა მდგომარეობიდან, როცა ხელოვნურად შეყარეს ჰეპატიტი, იმ ტიპის, რომელიც ნემსით შეიძლება შეიყვანო ორგანიზმში“.




მერაბ კოსტავას დაღუპვის ამბავი სწრაფად გავრცელდა. ეროვნული მოძრაობის წევრები ან პირდაპირ შემთხვევის ადგილას მიდიოდნენ, ან მერაბის სახლში - ჯავახიშვილის ქუჩაზე. იყო კიდევ ერთი მისამართიც.


„ამ საშინელი ამბის შეტყობისთანავე, ყველანი რატომღაც კოლხურ კოშკს მივაწყდით. ზვიადი შინ იყო. სახეზე ენით აუწერელი მწუხარება ეტყობოდა. ნამტირალევი თვალები ჩაწითლებოდა. “როგორ არ ეცადნენ ჩვენს დაცილებას და აჰა, მიაღწიეს კიდეც საწადელს, სამუდამოდ დაგვაშორეს ერთმანეთს“, - წერს თემურ ქორიძე წიგნში: „კაცი არ ყველა სწორია“.






მერაბ კოსტავა დაკრძალეს 21 ოქტომბერს. სამოქალაქო პანაშვიდებზე იმდენი ხალხი მივიდა, რომ ზვიად გამსახურდიამ გამოსამშვიდობებელ სიტყვაში თქვა, რაღად გვინდა რეფერენდუმიო.


„რაღად უნდა რეფერენდუმი საქართველოს, როდესაც მთელმა ქართველმა ერმა აღიარა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი რაინდის დიდება, როდესაც მთელმა ქართველმა ერმა ამოაცილა მერაბი წინაპართა, წმინდანთა და მოღვაწეთა სამკვიდრებელში. განა მერაბთან ერთად ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობა არ ამოვიდა აქ, ძმანო? განა არ გაიწმინდა ამით ჩვენი მოძრაობა, ჩვენი ერი.


ძმაო, დამუნჯებული ვართ მწუხარებისგან. გაგვიშრა ცრემლი შენს ძმებს. გაგვიშრა ცრემლი. მძიმეა ტვირთი, რომელიც შეგვატოვე მხრებზე, ძმაო!“






„ზღაპარი “სუთეისი” რომ დაიბეჭდა, მერაბისთვის მინდოდა მეჩუქებინა. ქუთაისელ თუთიყუშზეა და იმერელ კაცს გაუხარდება-მეთქი. ვიყიდე გაზეთი, მაგრამ... იმ დღეს მერაბი ავარიაში დაიღუპა“, - ჰყვება მწერალი გურამ პეტრიაშვილი რადიო თავისუფლებასთან.


მაშინვე გადაწყდა, რომ მერაბ კოსტავა მთაწმინდაზე დაკრძალულიყო. გურამ პეტრიაშვილი ამბობს, რომ ადგილი მან შეარჩია, იაკობ გოგებაშვილის გვერდით.


წიგნში „79 ამბავი“ ის იმასაც იხსენებს, როგორ გადაარქვეს სახელი ლენინის ქუჩას.


„საღამოს შევიკრიბეთ. მე არაფერი ვიცოდი ამის შესახებ, ამიტომ ამის მომზადებაში არანაირი წვლილი არ მიმიძღვის. მაგრამ არსებობდნენ ადამიანები, რომლებმაც ეს ყველაფერი კარგად დაგეგმეს. მიგვიტანეს ორი კიბე, ერთი ქუჩის ერთ მხარეს, მეორე კი მეორე მხარეს. ყოველ კიბეზე ვიღაც უნდა ასულიყო, მოეხსნა ძველი ტრაფარეტი, რომელზეც ეწერა “ლენინის ქუჩა“ და მიემაგრებინათ ახალი, რომელზეც ეწერა “მერაბ კოსტავას ქუჩა“. საკმაო დრო დაგვჭირდა, სანამ ბოლოში გავედით, მაგრამ იმდენად სახალისო იყო ეს ყველაფერი, რომ დაღლა არ გვიგრძვნია“.




„რამდენად ძნელი იყო ზვიადისთვის მერაბის დაღუპვა, არ ვიცი. იმ დროს მე მასთან უკვე აღარ მქონდა ურთიერთობა. მაგრამ რომ ამბობდნენ, ზვიადმა მოაკვლევინა მერაბიო... რომ ვიცი, მათ როგორი ურთიერთობა ჰქონდათ, ეს შეუძლებელია“, - უთხრა მერაბ კოსტავას ყოფილმა მეუღლემ რუსუდან ბერიძემ რადიო თავისუფლებას 2019 წელს.




9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ხალხი 9 აპრილზე ლექსებს წერდა და ხეებზე აკრავდა. იგივე განმეორდა მერაბ კოსტავას დაღუპვის შემდეგაც. წერდნენ ცნობილი პოეტებიც და უბრალო ხალხიც. ამ ლექსების ნაწილმა თავი მოიყარა 1990 წელს გამოსულ წიგნში „შავლეგო“.


„...ძვირად რეკდე გლოვის ზარს,


რადგან მავანს უხარია


და ზეიმობს, როდესაც


საქართველო მწუხარეა.


გაგეკაფოს გზა მრწამსით,


სანამ გაიტანდე ლელოს,


მერაბ კოსტავასავით


მხრებში გამართული გევლოს...“ ოთარ ჭელიძე




„შემოდგომაზე, როცა მაჭარი დაღვინდება,


დაბოღმილი კუთვნილ ჭიქას ბოლომდე დავცვლი


და იმ ჯიუტ მგზავრს ვადღეგრძელებ,


მილიონ მგზავრს რომის გზაზე რომ არ გაჰყვება...“ ცისანა ანთაძე




1991 წლის 31 მარტს საქართველომ ჩაატარა რეფერენდუმი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე. წიგნში „79 ამბავი“ თამაზ ვაშაძე იხსენებს, რომ რეფერენდუმის შემდეგ მის სახლში სუფრა გაიშალა, თამადა ზვიად გამსახურდია იყო.


„წვეულების დასასრულს, როდესაც სტუმრები უკვე გვემშვიდობებოდნენ, ზვიად გამსახურდიას ვთხოვე ცარცით დაეწერა კედელზე რამე, რაც ჩემი ოჯახისთვის სამახსოვროდ დარჩებოდა. ბატონმა ზვიადმა შეასრულა ჩემი თხოვნა და კედელს მიაწერა:


„გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! დიდება მერაბს!“

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России