"ვერავინ და ვერაფერი შემიშლის ხელს" - პრეზიდენტის იმპიჩმენტი ჩავარდა, გამოწვევები რჩება
„ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის პოსტიდან გადაყენება ვერ შეძლო. 150-წევრიან პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 ხმა იყო საჭირო.