გაეროს ანგარიშში უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ განხორციელებულ ძალადობაზეა საუბარი
ანგარიშის თანახმად, რეპორტიორებმა ყურადღება გაამახვილეს ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე. დეტალურად არის აღწერილი რამდენიმე შემთხვევა, რომელიც სავარაუდოდ 2022 წლის მარტიდან ივლისამდე მოხდა ხერსონის რეგიონის რამდენიმე სოფელში, როდესაც ისინი რუსული ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდნენ.
ძალადობის მსხვერპლი, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 16-დან 83 წლამდე ასაკის ქალები იყვნენ. ინციდენტების უმეტესობა მას შემდეგ მოხდა, რაც რუსი ჯარისკაცები დაზარალებულთა სახლებში შეიჭრნენ და იარაღით ან ნათესავების მოკვლის განზრახვით დაემუქრნენ. ორ შემთხვევაში, ეს იყო ჯგუფური გაუპატიურება. სექსუალური ძალადობა ხშირად თან ახლდა ძალადობისა და სისასტიკის სხვა ფორმებს, მათ შორის ცემასა და სიკვდილით მუქარას. ერთ შემთხვევაში, ქალი და მისი ქმარი, როგორც ამტკიცებენ, დახვრიტეს.
მსხვერპლთა შორის იყვნენ 16 წლის ორსული გოგონა და მოხუცი ქალები-ერთი 75 წლის იყო, მეორე 83-ის. ანგარიშში აღწერილია დაახლოებით 10 შემთხვევა, მაგრამ არ არის ცნობილი, რამდენი იყო საერთო ჯამში.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა გაუპატიურების შემთხვევები უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებიდან დაფიქსირდა. უკრაინის ხელისუფლებამ და დასავლეთის რიგმა ქვეყნებმა რუსეთი ომის წარმოების საშუალება. სექსუალური ძალადობის გამოყენებაში დაადანაშაულე.
2023 წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა იძიებდა რუსი სამხედროების მიერ ძალადობის 170-ზე მეტ შემთხვევას. ამავე დროს, აღინიშნა, რომ არაერთი აღმაშფოთებელი, კერძოდ, ბავშვების გაუპატიურების შემთხვევა, რომელზეც ადრე აპელირებდა უკრაინა, არ დადასტურდა; არაზუსტმა ცნობებმა გამოიწვია ლუდმილა დენისოვას გადადგომა ვერხოვა რადის ადამიანის უფლებათა კომისრის პოსტიდან.
რუსეთის ხელისუფლება უარყოფს რუსი სამხედროების მხრიდან ძალადობას. არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომ უკრაინაში სექსუალური ძალადობის ბრალდებით სამხედროების წინააღმდეგ რუსეთში გამოძიება დაწყებულიყო.