Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

„თუ არ დაბრუნდებით, მომკლავენ“ - იურისტს ძალადობის მსხვერპლი ინგუში ქალის დახმარებისთვის ემუქრებიან

„თუ არ დაბრუნდებით, მომკლავენ“ - იურისტს ძალადობის მსხვერპლი ინგუში ქალის დახმარებისთვის ემუქრებიან

ორგანიზაციის „გუნდი წამების წინააღმდეგ“ იურისტს მაგომედ ალამოვს მოკვლით ემუქრებიან. იურისტი 28 წლის მარინა იანდიევას დაეხმარა ინგუშეთიდან მინვოდში წასვლაში. ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო და ორგანიზაცია „СК SOS“-ს მიმართა, რომელიც ხალხს კრიზისულ სიტუაციაში ეხმარება, მათ კი საქმეში კოლეგა იურისტი ჩართეს. ახლა იანდიევებმა, რომელთა ოჯახი რესპუბლიკაში გავლენიანია, ულტიმატუმი წამოაყენა: ან მარინა ერთი კვირის განმავლობაში სახლში დაბრუნდება, ან მაგომედსა და მის ახლობლებს დახოცავენ.

მარინა იანდიევა, რომელსაც ოჯახი თავისუფლებას უზღუდავდა და ძალადობდა, 2011 წელს სასწავლებლად მოსკოვში წავიდა. 4 წლის შემდეგ ახლობლებმა ის ე.წ. ისლამურ კლინიკაში მოათავსეს - „ჯინების განსადევნად“, შემდეგ კი ინგუშეთში დააბრუნეს. 2016 წელს გოგონა გაიქცა და რაღაც დროის განმავლობაში თავშესაფარში ცხოვრობდა. მაგრამ ისევ მიაგნეს, სცემეს და სახლში დააბრუნეს.

ამის შემდეგ იანდიევები მას „ღირსების მკვლელობით“ ემუქრებოდნენ, ტელეფონი მხოლოდ სამი წლის შემდეგ დაუბრუნეს. მას შემდეგ ის ისევ გაქცევისთვის ემზადებოდა. ამის შესახებ „СК SOS“-ის წარმომადგენელი ალექსანდრა მიროშნიკოვა ჰყვება:

„ინგუშეთიდან მისი ევაკუაციის გეგმის შესადგენად ორი თვე დაგვჭირდა. მარინა მინვოდის აეროპორტში უნდა ჩაგვეყვანა. სხვა დროს ტაქსის ვიძახებთ ხოლმე, მაგრამ ოჯახის აგრესიულობა გავითვალისწინეთ და გადავწყვიტეთ რისკი არ გაგვეწია. ნათესავებს შეეძლოთ ტაქსისტი დაეშინებინათ და ისიც უკან გამობრუნდებოდა. ამიტომ კოლეგებს მივმართეთ ორგანიზაციიდან “გუნდი წამების წინააღმდეგ”, ტრანსპორტით რომ დაგვხმარებოდნენ“.

„გუნდის“ წარმომადგენლებმა, თავად ალამოვმაც კი არაფერი იცოდნენ მარინას შესახებ, რომელიც ახლა უსაფრთხო ადგილასაა.

„იურიდიული მექანიზმი - ერთ-ერთი მრავალთაგანია იმ ინსტრუმენტებიდან, რომლებსაც ვიყენებთ. ვცდილობთ, პრობლემა კანონით გადავჭრათ. შეიძლება საზოგადოების წნეხიც დაგვეხმაროს, როდესაც ამ ისტორიას გავასაჯაროებთ. ჩვენ მარინას ნაცვლად არ ვწყვეტთ, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ მისი დაბრუნება სრულიად შეუძლებელია“, - ამბობს მიროშნიკოვა.

მარინა სახლიდან 5 ოქტომბერს გაიქცა. თავიდან ნათესავებმა მასზე, როგორც უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულზე, ძებნა გამოაცხადეს. მაგრამ ის პოლიციაში მივიდა და განაცხადა, რომ არავის მოუტაცია. შემდეგ ქურდობაში დაადანაშაულეს (ჩრდილოეთ კავკასიაში ამ მუხლს ხშირად იყენებენ იმისთვის, რომ გაქცეული ნათესავის წინააღმდეგ საქმე აღიძრას. მაგალითად, ამავე ბრალდების შემდეგ ჩეჩნეთში დააბრუნეს სახლიდან გაქცეული სრულწლოვნები: სადა სულეიმანოვა, სელიმა ისმაილოვა და იდრის არსამიკოვი.

11 ოქტომბერს ალამოვს, რომელმაც მარინა წაიყვანა, ინგუშეთის შსს-დან დაურეკეს, უთხრეს, რომ გოგონას გაუჩინარების თაობაზე უნდა დაეკითხათ. კიდევ სამი დღის შემდეგ უფლებადამცველის ძმა როსგვარდიის პოსტის ტერიტორიაზე მიიყვანეს და ემუქრებოდნენ.

„გამართლებული ძალადობა“

„როდესაც სიტუაცია დაიძაბა, მაგომედ ალამოვი დათანხმდა, მარინას ოჯახს შეხვედროდა და ყველაფერი აეხსნა, - ჰყვება ერთ-ერთი უფლებადამცველი, რომელმაც გვთხოვა არ დაგვესახელებინა, - მან მხოლოდ “ა” პუნქტიდან “ბ” პუნქტამდე მიიყვანა. თან არც იცოდა ხეირიანად მარინას ამბავი. სწორედ იქ დაუკავშირდნენ მარინას ნათესავები და ითხოვდნენ გაქცეული ქალი უკან დაბრუნებულიყო“.

„СК SOS“-მა გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერები: „მე თქვენს სახლში ვარ, თქვენი ნათესავების გარემოცვაში, - ეუბნება მაგომედი მარინას, - პირობას მიყენებენ. ერთ კვირას გაძლევენ, რომ სახლში დაბრუნდეთ, თუ არა და მომკლავენ“.

ამის შემდეგ ტელეფონს მარინას ნათესავი (დეიდა/ბიცოლა) ზუხრა მესტოევა იღებს და იმავეს ეუბნება. ის ითხოვს, მარინამ საკითხი ისე გადაჭრას, რომ „ხალხი არ დაშავდეს“. თუ დაბრუნდება, ალამოვს „წყნარად, მშვიდად“ გაუშვებენ. ჩანაწერზე მესტოევა ჰყვება, რომ ალამოვს ხუთი პატარა ბავშვი და კიბოთი დაავადებული მამა ჰყავს.

ამის შემდეგ ალამოვი გაათავისუფლეს, ის ახლა ჩეჩნეთში იმყოფება, რაც მის უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფს.

„რა თქმა უნდა, ჩრდილოეთ კავკასიაში უფლებადამცველები რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან“, - გვიყვება ანონიმი რესპონდენტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს: „თუმცა, მათ შეუძლიათ, როგორც იურისტებს, შედარებით უსაფრთოდ ჩაერთონ იმ საქმეებში, რომლებიც ექსტრემიზმის ან ტერორიზმის მუხლებით იწარმოება, მაგრამ თუ ლგბტ თემს ეხება საკითხი ან ოჯახური ძალადობის მსხვერპლის დაცვას, მუშაობა ძალიან რთულდება, რადგან თავად საზოგადოება ემხრობა ამგვარ ძალადობას. პოლიციამ და სასამართლომაც აღარ იციან რა ქნან“.

ახლა გაუგებარია, რა სტატუსი აქვს ალამოვს, - ამბობს ოლგა სადოვსკაია, იურისტი ორგანიზაციიდან „გუნდი წამების წინააღმდეგ“: „ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცით, ისაა, რომ მაგომედი სიტუაციის მძევალია, მაგრამ მისი გადაადგილება ჯერ არ შეუზღუდავთ, ჩეჩნეთში მაინც ჯერ ასეა. თანაც სახიფათო პირობა წამოაყენეს - მკვლელობა. ჩრდილოეთ კავკასიაში ამას ჰაერზე არ ამბობენ“.

ის ამბობს, რომ ალამოვის ოჯახი დღემდე ჩრდილოეთ კავკასიაშია. ძალიან ეშინიათ და რეგიონის დატოვებას არ აპირებენ.

„უკვე მივმართეთ რუსეთის ომბუდსმენს ტატიანა მოსკალკოვას, გენპროკურატურას, შსს-ს, რადგან ჩრდილოეთი კავკასია არ არის უსაფრთხო ადგილი სამართალდამცველებისთვის. მათ ხშირად ესხმიან თავს და ხოცავენ“, - ამბობს სადოვსკაია.

გავლენიანი ოჯახი

„СК SOS“-ში ამბობენ, რომ მარინას ნათესავები ინგუშეთში მაღალი რანგის ხალხია. ზემირა ანტოშკიევა ინგუშეთის ჯანდაცვის მინისტრის მოვალების შემსრულებელია. ბიძებიდან ერთ-ერთი შსს-ში მუშაობს, მეორე დაკავშირებულია რესპულიკის ყოფილ პირველ პირთან და რუსეთის ახლანდელ თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან - იუნუს-ბეკ ევკუროვთან.

„იშვიათად ხდება, რომ ოჯახურ ძალადობას გაქცეულ მსხვერპლს საჯაროდ დაემუქრონ“, - ჰყვება სვეტლანა ანოხინა, მოძრაობა „მარემის“ ხელმძღვანელი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში საფრთხეში მყოფ ქალებს იცავს: „მაგრამ ასეც მომხდარა. მაგალითად, ორიოდე წლის წინ ერთი დაღესტნელი ქალის (ყაზანის თავშესაფარში იყო გადაყვანილი) მამამ პირდაპირ მედიას განუცხადა, რომ თუ დამიჭერს, თვალებს ამომთხრის. უფლებადამცველ ორგანიზაციებს ამაზე რეაქცია არ ჰქონიათ. მე შორს ვარ. რუსეთში რომ ვრჩებოდე, მსგავსი მუქარა, რა თქმა უნდა, შემაწუხებდა“.

ანოხინა ადასტურებს, რომ გაქცეულების ახლობელები საკუთარ სიმართლესა და დაუსჯელობაში დარწმუნებულები არიან. ეს იმითაც მყარდება, რომ ადგილობრივი ძალოვანები მათ უჭერენ მხარს.

„ჩეჩნეთში გადაცემული და ნაცემი ნიკიტა ჟურაველის ისტორიამ (მას ყურანის დაწვაში ადანაშაულებენ. გროზნის საგამოძიებო იზოლატორში მას ჩეჩნეთის პრეზიდენტის შვილმა ადამ კადიროვმა სცემა) აჩვენა, რომ მოსკოვში მსგავს უსამართლობას ადვილად ყლაპავენ. გამოდის, რომ რუსული სამართალდამცავი სისტემა, რომელიც ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავს, მთლიანად ძალოვანებისა და უკანონობის მხარესაა, იმათ მხარეს, ვინც კანონს არღვევს, მაგრამ ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია. თუ ასეა, მაშინ მაგომედის წინააღმდეგ მუქარაც საკმაოდ რეალურია“.

ალამოვის შემთხვევა პირველი არ არის „СК SOS“-ისთვის. სამართალდამცავები დაშინების მსგავს შემთხვევებზე არ რეაგირებენ, არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიაში, არამედ მოსკოვშიც.

მაგალითად, 19 წლის მაგომედ ტუნჟახანოვის ოჯახი ემუქრებოდა მის ადვოკატს ტატიანა სოლომინას. მაგომედი ჩეჩნეთის მკვიდრია და ოჯახურ ძალადობას გამოექცა. ტატიანა სოლომინა მაგომედს შეხვდა და ტაქსი დაუქირავა. ნათესავებმა გაიგეს არა მხოლოდ ის, რომ ადვოკატს ვაჟი ჰყავს, არამედ ისიც, თუ რომელ სკოლაში დადის. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს ოპერატიურად მიმართეს, გამოძიება ორი თვეა არ დაწყებულა.

ოჯახური ძალადობა ჩრდილოეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და სისტემური პრობლემაა. ადგილობრივი ქალები ოჯახურ ძალადობას განიცდიან ქმრების და ოჯახის სხვა წევრების მხრიდან. როგორც წესი, პოლიცია მსგავს დანაშაულზე თვალს ხუჭავს. სისხლის სამართლის საქმე თუ მაინც აღიძრა, სასამართლო დამნაშავეს მინიმალურ სასჯელს უწესებს.

ადამიანების გატაცების პრაქტიკა ომისდროინდელ ჩეჩნეთში, ადამიანის უფლებების დარღვევა ჩრდილოეთ კავკასიაში - ეს თემები განხილურია „მემორიალისა“ და „სამართლებრივი ინიციატივის“ ანგარიშში, რომელიც გაეროში გაიგზავნა. რუსი სამართალდამცველები იტაცებენ ხალხს მათი დაშინების, აღიარების მიღების ან შურისძიების მიზნით.

2021 წელს სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები მივიდნენ „წამების საწინააღმდეგო კომიტეტის“ (ახლა „გუნდი წამების წინააღმდეგ“) ჩრდილოკავკასიური განშტოების ხელმძღვანელის მაგომედ ალამოვის მშობლების სახლში, ჩეჩნეთში. ისინი ითხოვდნენ, უფლებადამცველის შესახებ მონაცემები მიეწოდებინათ. თავიანთი ქმედება ძალოვანებმა „მოსახლეობის აღწერით“ ახსნეს. თუმცა, სხვებთან ისინი არ მისულან.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Развитие центров экономического роста и создание аварийно-спасательных центров на территории АЗРФ обсудили на заседании президиума госкомиссии по Арктике



Жизнь

Eurasianet: Азербайджан публично и цинично уничтожает армянское культурное и историческое наследие в Нагорном Карабахе




Українські новини

ОіБ - охорона і безпека: замовляй охорону в Харькові



Новости 24 часа

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»



Game News

Зомби-экшен Zombiehood позволяет погрузиться в эпоху 90-х



Москва

"СВЯТОЙ ЛЕНИН" раскрыл загадку В.В. Жириновского и В.Г. Мессинга. СЕНСАЦИОННЫЕ ДАННЫЕ!



News Every Day

When Narine asked Gambhir 'can I bring my girlfriend to IPL?'



Интернет

ТСД промышленного класса Saotron RT-T60



Москва

Стало известно, сколько мигрантов депортировали из России с начала года



Антонина Арталевская

Маленьким пациентам центра трансплантологии рассказали о тех, кто спасает их жизни каждый день



Москва

"Может пойти кровь": Врач озвучил признаки теплового удара у детей



WTA

Пресс-служба WTA мемом отреагировала на тяжёлую победу Свёнтек над Осакой



Москва

Дивный новый мир цифровизации: в Москве пройдет Форум «Время цифры»



Кубок

Чемпионская ночь! В Оренбурге «Кама» в рамках командного боксерского турнира «Кубок Победы» разгромила «Сталинград» – 5:0



Симферополь

Выставка-предупреждение «Пожарная безопасность», В рамках Федеральной информационной противопожарной кампании «Останови огонь».



Москва

Улыбка сделала слушателя «Юмор FM» миллионером



Москва

Собянин: Более трех миллионов человек посетили фестиваль «Москва на волне. Рыбная неделя»



Москва

Eurasianet: Азербайджан публично и цинично уничтожает армянское культурное и историческое наследие в Нагорном Карабахе



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

Движение поездов в Амурской области восстановлено по одному пути

Пенсионерка из Москвы обманула мошенников и передала им пакет с бумагой вместо денег

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

"Эй, красивая, дай две штуки?": Мигрантов не пугает даже депортация. Местные жалуются - страшно выйти из дома


Москва

Дивный новый мир цифровизации: в Москве пройдет Форум «Время цифры»






Rss.plus

Команда Центрального округа Росгвардии стала призером на чемпионате по пожарно-спасательному спорту в Москве (видео)

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

Книжные новинки, лаборатория текста и иллюстраций — ждут гостей Московского детского фестиваля искусств «НЕБО»

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

Moscow.media
Москва

Собянин: Более трех миллионов человек посетили фестиваль «Москва на волне. Рыбная неделя»



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Баста

В Ростове из-за двух концертов Басты перекроют улицу Левобережную




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Дептранс Москвы раскрыл детали инцидента на станции метро "Спортивная"

Пассажир остановившегося в тоннеле метро поезда рассказал о происходившем в вагоне

МегаФон привёз спасателям и пожарным грузовик связи


Андрей Рублёв

Итальянская забастовка: Рублёв, Котов и Самсонова вылетели с «Ролан Гаррос», Потапова обыграла Ван Синьюй



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

"Эй, красивая, дай две штуки?": Мигрантов не пугает даже депортация. Местные жалуются - страшно выйти из дома



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России