თეთრი სახლი: რუსეთი სიკვდილით სჯის სამხედროებს, რომლებიც უარს აცხადებენ ბრძანებათა შესრულებაზე
აშშ-ს მოეპოვება ინფორმაცია, რომ რუსეთის არმია სიკვდილით სჯის ჯარისკაცებს, რომლებიც უარს აცხადებენ უკრაინის ომთან დაკავშირებული ბრძანებების შესრულებაზე - აცხადებს თეთრი სახლი 26 ოქტომბერს.
ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ აშშ-ის ინფორმაციით "რუსი მეთაურები მთელ დანაყოფებს ემუქრებიან სიკვდილით დასჯით, თუკი ისინი უკრაინის საარტილერიო ცეცხლიდან უკან დახევას შეეცდებიან".