12 წლის ბავშვთან სქესობრივ კავშირს ე.წ. ოჯახის შექმნის მიზანი ვერ ამართლებს, ეს გაუპატიურებაა
22 წლის კაცს, რომელსაც გამოძიება 12 წლის ბავშვთან სქესობრივ კავშირს 140-ე მუხლით ედავებოდა (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში), ბრალი უნდა დამძიმებოდა და საქმე სასამართლოში 137-ე, გაუპატიურების მუხლით უნდა წასულიყო.