Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

მეგრული და სვანური ონლაინ  

ონლაინგაკვეთილს სამი ადამიანი ესწრება, ერთი შვეიცარიიდან, მეორე საფრანგეთიდან, მესამე - საქართველოდან. მეგრულს სწავლობენ. მასწავლებელი ნათია ფონიავა გრამატიკას ხსნის და სავარჯიშოები ეკრანზე ჩანს, თუ პასუხი სწორია, მადლობას იხდის: „მარდი, მარდი“.

„-გომორძგუა, სი მუ ჯოხო?

-გიორგი.

-სკანი მაყალე სონი რე?

-ჩქიმი მაყალე იაპონარი რე“.

(გამარჯობა, რა გქვია? გიორგი. შენი მეგობარი სადაურია? ჩემი მეგობარი იაპონელია).

დღევანდელ მსოფლიოში მცირე ენები ქრება და განვითრებული ქვეყნები ამის შეჩერებას ცდილობენ - კურსები, წახალისებული პროგრამები, სწავლება სკოლაში.     

საქართველოშიც გამომცემლობა „არტანუჯმა“  მცირე ენების გადასარჩენად ონლაინკურსები შექმნა, მეგრულისა და სვანურის შესწავლა ახლა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეიძლება. 

იმის შესაფასებლად, თუ რამდენად მოწყვლადია ენა, ხუთსაფეხურიანი შკალა არსებობს:  

დაუცველი - ბავშვები საუბრობენ ამ ენაზე, მაგრამ,  მაგალითად, მხოლოდ სახლში.

გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი - ბავშვებისთვის ეს ენა აღარ არის „დედაენა“.

გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი (მძიმე ფორმით) -  ამ ენაზე საუბრობენ ბებიები და ბაბუები, მშობლებს ესმით, მაგრამ ბავშვებს ამ ენაზე უკვე აღარ ელაპარაკებიან.

საფრთხის ქვეშ მყოფი (კრიტიკული დონე) - ყველაზე ახალგაზრდები, ვინც ამ ენაზე საუბრობენ, ბებია-ბაბუები და მათზე უფროსები არიან. ისინიც ამ ენას მხოლოდ ნაწილობრივ იყენებენ.

გადაშენებული - ამ ენაზე აღარავინ ლაპარაკობს.

მეგრულსა და სვანურს ამ შკალაზე მეორე-მესამე ადგილი უჭირავთ - გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი. ეს ენები ახალგაზრდობას ესმის, მაგრამ არ საუბრობენ. თაობებს შორის წყვეტა კი ნიშნავს, რომ მომდევნო თაობა ენას ვეღარც გაიგებს.

 

„ყველაზე რთული ვითარება არის აბაშაში და ფოთში, აქ მხოლოდ უფროსი თაობა მეტყველებს მეგრულად. ზოგადად ქალაქებში ბევრად უარესი მდგომარეობაა, ვიდრე სოფლებში. ხშირად ამბობენ, ვინ უშლით, ილაპარაკონო, შეიძლება არავინ უშლის, მაგრამ დასცინიან აქცენტის გამო, თან რადგანაც ეს ენა პრესტიჟული არ არის, არ სჭირდებათ და ცდილობენ, სხვა ენები ისწავლონ“, - ამბობს ნათია ფონიავა.

საქართველოში მცირე ენებზე ზრუნვა უფრო კერძო ინიციატივებზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა მეგრულისა და სვანურის კურსებია. მსურველი ცოტაა, მაგრამ მაინც არიან.

21 წლის გიორგი გოგელაშვილი კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტია, ენის ტექნოლოგიებზე მუშაობს, მანქანურ თარგმანებზე, ჩეთბოტებზე...

„მაინტერესებს ქართველური ენები. მეგრულით დავიწყე, რადგან მეგრულის კურსები ჩემთვის უფრო მოსახერხებელ დროსაა. მეგრულის სწავლით ქართული ენის მახასიათებლებზეც ბევრს ვიგებ“.

გიორგი ვაშაკიძე ჟენევაში ცხოვრობს. მან მეგრულის სწავლა ორი მიზეზით გადაწყვიტა, პირველი მეგრელი მეგობრებია და მეორე - ცდილობს ენის გადარჩენაში თავისი წვლილი შეიტანოს.

„ბევრი მეგრელი მეგობარი მყავს და მათ პატივსაცემად მინდა ვისწავლო, მათთან სალაპარაკოდ. თან შვეიცარიას რომ შეხედავ, აქაც ხომ იგივე სისტემაა. აქ სახელმწიფო ენებია ფრანგული, გერმანული და კიდევ არის ასევე რეტორომანული ენა, რომელზეც სულ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ლაპარაკობს, მაგრამ ხელისუფლება მაინც აფინანსებს და ზრუნავს ამ ენაზე. (რეტორომანული ენა  საუბრობენ შვეიცარიაში, გრაუბიუნდენის კანტონში. მიეკუთვნება რომანულ ენებს. რ.თ.)“.

ილია  ნაჭყებია ფოთში დაიბადა, მის სახლში მეგრულად მხოლოდ ბებია და ბაბუა ლაპარაკობდნენ, ისიც იშვიათად. ბოლო 10 წელია საფრანგეთში ცხოვრობს.

„აქ განსაკუთრებულად მომაწვა [ნოსტალგია] და ვსწავლობ, რომ არ დავკარგო ჩემი ძირი, ქართველობა. რამდენიმე ენა ვიცი, ფრანგული, რუსული, ინგლისური, ადრე გერმანულიც ვიცოდი. მეგრულად რაღაც სიტყვები მესმის, მაგრამ ვერ ვლაპარაკობ და მიზნად მაქვს, კარგად ვისწავლო. ამას წინათ საფრანგეთის ერთ-ერთ რეგიონში ვიყავით, ბრეტანი ჰქვია, მაგათაც თავისი ენა აქვთ, ფრანგულს საერთოდ არ ჰგავს. იქ წარწერები ქუჩაში ორ ენზეა, ტელევიზიაც აქვთ თავიანთ ენაზე, ხალხიც ცოტას, მაგრამ მაინც ლაპარაკობს“.

მეგრულის და სვანურის კურსები ოთხთვიანია, გაკვეთილები კვირაში ორჯერ ტარდება, ერთი საათით. ენა A1 დონეზე ისწავლება, ბოლოს სერტიფიკატსაც აძლევენ. მთელი კურსი 400 ლარი ღირს. 

„ლაზური ჯგუფი წელს ვერ შედგა, მხოლოდ მეგრული და სვანური. ამ კურსის დასრულების შემდეგ მარტივი ურთიერთობა შეეძლებათ, ადგილის აღწერა, გარეგნობის აღწერა, მიმართულების ჩვენება, საათის ცნობა, წელიწადის დროები და ასე შემდეგ“, - ამბობს ნათია ფონიავა.  

სვანურის კურსზე ამჯერად სულ ორი მოსწავლეა, პირველ ანკადში ოთხნი იყვნენ, მასწავლებელი მედეა საღლიანი ამბობს, რომ ბავშვები ძალიან მოწადინებულები არიან.

„აინტერესებთ სვანური ენა, მისი კავშირი მეგრულთან, ძველ ქართულთან. გაზაფხულზე მეორე დონეზე გადავალთ, პირველი კურსის მოსწავლეებიც შემოგვიერთდებიან. ახლა მართლა ანა-ბანადან დავიწყეთ, სვანური ბგერების გამოთქმიდან, ქართულში რომ 5 ხმოვანია, სვანურში 18 გვაქვს.

სვანურისა და მეგრულის გაქრობა რასაც მოასწავებს, ყველამ იცის, ამ ენების გარეშე თავად ქართული ენის კვლევაც არ არის შესაძლებელი, არქეტიპების აღდგენა.

ადრე სულ კამათი და ჩხუბი იყო, რატომ უწოდებთ მეგრულს და სვანურს ენებს, დიალექტებიაო. ახლა ამაზე აღარ დაობენ, ახლა უკვე ეშინიათ, ეს ენები საერთოდ არ დაიკარგოს“, - ამბობს მედეა საღლიანი.   

გარდა მეგრულისა და სვანურისა, საფრთის ქვეშ არის წოვათუშური, აფხაზური და ოსური ენებიც. 2022 წლის 14 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ეგებ მეგრული  და სვანური სკოლებში ისწავლებოდესო. 

„გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა და გადარჩენისთვის ზრუნვა, რამეთუ ეს ენები განუყოფელი ნაწილია ჩვენი კულტურის და წარმოადგენენ უნიკალურ სიმდიდრეს. ამას შევძლებთ, თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ პირველ რიგში მეგრულისა და სვანურისათვის“, - თქვა პრეზიდენტმა, თუმცა ამ იდეას არაფერი მოჰყოლია.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

В Архангельской области выбрали общественные территории для благоустройства в приоритетном порядке в 2025 году



VIP

В Бурятии театр готовит премьеру о войне СССР и Монголии с Японией: Россия, Культура, Победа






Новости 24 часа

Патриотическую акцию «Синий платочек» провели в Нижнем Новгороде в день прибытия «Поезда Победы»



Game News

Публика в восторге от ретро-хоррора Crow Country



Москва

«СВЯТОЙ ЛЕНИН» помогает Государственной Думе РФ оптимизировать налоговую сферу. «СВЯТОЙ кибер ЛЕНИН» удаляет налоги: перезагрузка.



News Every Day

Ange Postecoglou in spectacular touchline bust-up with fan before slamming ‘fragile’ Tottenham after Man City loss



Настроение

Под зеленым куполом



Москва

"Динамо" заинтересовано в подписании экс-вратаря "Зенита" Лунева



Фрэнк Синатра

Обвиненный в серии изнасилований Кевин Спейси может сыграть Фрэнка Синатру



Москва

ТЦ «Гранд» на Русской во Владивостоке могут закрыть только после рассмотрения иска, а пока опечатают всего одну башню



Стефанос Циципас

«Спартак» подарит Циципасу клубную футболку



Москва

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети



Арцах

Звезды спорта. Кто они такие и почему их так называют?



Симферополь

Аэропорт Элисты начнет принимать рейсы 28 мая



Москва

В мире могут закрыть поставки из Китая. «Святой Ленин» на встрече В.В. Путина и Си Цзиньпина повышает качество жизни народам России, Китая, всего мира.



Москва

Сергей Собянин провел личный прием граждан



Москва

Россия, Культура, Дети: конкурс на новую эмблему обьявил Театр Ульгэр в Республике Бурятия



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

В мире могут закрыть поставки из Китая. «Святой Ленин» на встрече В.В. Путина и Си Цзиньпина повышает качество жизни народам России, Китая, всего мира.

Вели жёстко - сразу в зал: В суд привезли ещё одного террориста

Компания X5 Group запустила в Москве первый «островок» с фермерской продукцией

«СВЯТОЙ ЛЕНИН» правит миром, расшифровал «ДНК В.И.Ленина», отменяет налоги. И… отключает институты времени. Разгадка «научных теорий заговоров».


Москва

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети






Rss.plus

Патриотическую акцию «Синий платочек» провели в Нижнем Новгороде в день прибытия «Поезда Победы»

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети

Россия, Культура, Дети: конкурс на новую эмблему обьявил Театр Ульгэр в Республике Бурятия

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети

Moscow.media
Москва

Собянин: Московскому метрополитену исполнилось 89 лет



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Наташа Королёва

Продюсер Пригожин поддержал певицу Королеву после отмены ее номера в телеэфире




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В ЦСКА рассказали о тяжести травмы голкипера Владислава Торопа

Брянские парапланеристы завоевали три медали на чемпионате ЦФО

Гандболистки «Ставрополья» в Москве уступили хозяйкам паркета из «Луча»


Даниил Медведев

Теннисист Медведев не смог выйти в четвертьфинал турнира серии «Мастерс» в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Новости 24 часа

Патриотическую акцию «Синий платочек» провели в Нижнем Новгороде в день прибытия «Поезда Победы»



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России